კალათბურთი

21:27 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლაჟიჩი შენგელიას თანაგუნდელი გახდა

25 წლის სლოვენიელი კალათბურთელი იაკა ბლაჟიჩი თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩაში” გადავიდა. eurohoops.net-ის ცნობით, კალათბურთელმა ესპანურ კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბლაჟიჩი განვლილ სეზონში “ცვერნა ზვეზდას” ღირსებას იცავდა, სადაც საშუალოდ ერთ შეხვედრაში 9.1 ქულას აგდებდა. ევრობასეტ-2015-ზე იაკა საშუალოდ 12.8 ქულას და 3.8 მოხსნას აკეთებდა.

0.124098