ფეხბურთი

19:55 | 15.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველიამ “ლოკომოტივთან” ჰაერში არავინ გაახარა

ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია ინტერნეტპორტალ championat.com-ის ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-8 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

“ლოკომოტივთან” მატჩში “რუბინის” დაცვამ საიმედოდ ითამაშა. თამაშიდან მოსკოველებს პრაქტიკულად მომენტი არ ჰქონიათ. ერთადერთი გოლი საჯარიმო დარტყმის შემდეგ გაიტანეს. კვირკველიამ პრაქტიკულად ყველა მაღალი ბურთი “მოხსნა”. მის ანგარიშზე 7 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლაა. გარდა ამისა, ბურთი 6-ჯერ ჩაჭრა და მეტოქეს 5-ჯერ აართვა. კვირკველიამ ძალიან ხარისხიანად ითამაშა და ყაზანელთა დაცვას საიმედოობა შესძინა” – ასე დაახასიათა championat.com-მა კვირკველიას თამაში.

გასულ ტურში, “რუბინმა” სახლში მოსკოვის “ლოკომოტივი” 3:1 დაამარცხა და საქართველოს ეროვნული გუნდის უკანახაზელმა სრულად ითამაშა.

0.123808