ფეხბურთი

19:31 | 15.09.2015 | ნანახია 1420 - ჯერ

მჭედლიძე “ემპოლიში” 2018 წლამდე დარჩება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ იტალიურ “ემპოლისთან” კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი stopandgoal.net-ი იუწყება.

“ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმება მსურდა, მაგრამ კლუბმა 2-წლიანი შემომთავაზა და ეს ჩემთვის არავითარი პრობლემა არაა. აქ თავს კარგად ვგრძნობ და მსურს, რომ ჩემი შესაძლებლობები ბოლოს და ბოლოს საქართველოს ნაკრებშიც დავამტკიცო” – თქვა მჭედლიძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში იტალიის სერია A-ში 2 მატჩი ჩაატარა.

ამჟამად, 25 წლის ქართველი ფორვარდი ტრავმას იშუშებს და მოედანს დაახლოებით სამ კვირაში დაუბრუნდება.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:24 | 15.09.2015
gerard888 (1536)

შენი ძალიან დიდი იმედი გვაქვს მჭედლო.

21:24 | 15.09.2015
gerard888 (1536)

კარგია ოღონდ იმედია ძირითადში დაიმკვიდრებს ადგილს.

21:22 | 15.09.2015
federerjamesliverpooldelpotro (17151)

კაია

19:55 | 15.09.2015
stoikovich (5984)

იმედია ტრამვის შემდეგ მალე აღიდგენს ფორმას

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065999
სარეკლამო ადგილი - 99
X x X