საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და ბაქოს “ინტერის” ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის ვერსიით, აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“გამოცდილ ქართველ მცველს გაუმართლა, რომ ოპონენტად ალექსეი ანტონოვი ჰყავდა, რომელიც ნელი და მძიმეა. ასეთ ფორვარდთან ხიზანიშვილი სიტუაციის მეფე იყო. მართალია, ანტონოვმა გაიტანა, მაგრამ ეს გოლი უკვე არაფერს წყვეტდა. ხიზანიშვილი დაცვის ხაზს უნარიანად ხელმძღვანელობდა და მთლიანად დაიხარჯა” – იუწყება azerifootball.com-ი ქართველი ლეგიონერის შესახებ.
განვლილ ტურში, “ინტერმა” სახლში “გაბალას” 2:1 მოუგო, ხოლო ხიზანიშვილმა სრულად ითამაშა.