საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თამაზ კოსტავამ, ევრო-2017-ის შესარჩევი ციკლისთვის 18 მოთამაშე შეარჩია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, კოსტავას სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: თამარ ნადირაშვილი, თეონა სუხაშვილი.
მცველები: თამარ ტატუაშვილი, ნინო სუთიძე, ანა ზაქაიძე, სალომე ხუბულური, ნათია სხირტლაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი.
ნახევარმცველები: ტატა მატვეევა, ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე, ანა ჩემინავა, ანა პოღოსიანი, ანა სინატიშვილი.
თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე, გულნარა გაბელია, ხატია ჭყონია.
ქართველმა გოგონებმა შეკრება ტექნიკურ ცენტრ “ბასაში” გაიარეს და იტალიაში 15 სექტემბერს გვიან ღამე გაემგზავრებიან. ისინი 18 სექტემბერს ევრო-2017-ის შესარჩევ ციკლში, მე-6 ჯგუფში, ქალაქ სპეციაში სტადიონ ალბერტო პიცოზე იტალიის ნაკრებთან პირველ მატჩს ჩაატარებენ, რომელიც თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
იტალიიდან დაბრუნების მერე, კოსტავას შეგირდები ჩეხეთთან შეხვედრისთვის მოემზადებიან, რომელიც 22 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარდება და სტარტს 19:00 საათზე აიღებს.