როდესაც უცნობილესი სუპერმოდელი ხარ, ალბათ წინასწარვე უნდა იყო შეგუებული იმ აზრს, რომ შენზე ათასგვარი ჭორი გავრცელდება და არც ის უნდა გაგიკვირდეს, თუკი “ყვითელ” პრესაში გამოჭენებული ჭორების უმეტესობა შემზარავი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული აბსურდი იქნება.
ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ ბულვარულ ესპანურ ინტერნეტ-გამოცემაში გავრცელდა ჭორი, რომ პოპულარული მოდელი, ირინა შეიკი თავის დიდი ხნის გულისსწორს, კრიშტიანუ რონალდუს მას შემდეგ დაშორდა, რაც ფეხბურთელმა უბრალოდ ხელი აიღო შეიკის ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნებაზე.
სხვათა შორის, შეიკის ნარკომანობის შესახებ ჭორები ამ სამი წლის წინაც დადიოდა, როდესაც ირინა ერთ-ერთ ამსტერდამულ საეჭვო რეპუტაციის მქონე ბარში შეამჩნიეს. თუმცა მაშინ ჭორები ჭორებად დარჩა. ახლა კი, როდესაც შეიკსა და კრიშტიანუს ტრფობა უკვე აღარ აკავშირებთ, რუსი მოდელის “მეწამლიობის” ამბავი კიდევ ერთხელ გამოტანტალდა მთელს დუნიაზე.







