სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

10:01 | 15.09.2015 | ნანახია 3435 - ჯერ

რაფა ბენიტესი: “რეალის” ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ”

ჩემპიონთა ლიგის (თასის) 10-გზის ტრიუმფატორი მადრიდის “რეალი” ახალი გათამაშებას დონეცკის “შახტარის” წინააღმდეგ გამოსვლით იწყებს. კასტილიელთა მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი სასტარტო შეხვედრაში თავისი გუნდის წარმატებით გამოსვლას და 3 ქულის მოპოვებას იმედოვნებს.

- პრიმერა დივიზიონის გასულ ტურში “ესპანიოლი” გაანადგურეთ. ამასთან, მწვრთნელი ნებისმიერ წარმატებულ მატჩში თავისი გუნდის ხარვეზებს ხედავს. თვლით, რომ “რეალს” თამაშში კორექტივები აქვს შესატანი?

- მუდამ იდეალის მიღწევისკენ უნდა ისწრაფოდე. აქედან გამომდინარე, რამდენიმე ასპექტით თამაში გასაუმჯობესებელი გვაქვს.

- დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ხამესი დაგაკლდებათ. რა უნდა გააკეთოს ისკომ, კოლუმბიელი სათანადოდ, ღირსეულად რომ შეცვალოს?

- თავდაუზოგავად იმუშაოს და მთლიანად წვრთნისა და თამაშის პროცესში ჩაერთოს. ამ მხრივ ისკოს სასაყვედურო არაფერი მაქვს. ვფიქრობ, მას ყველაფერი კარგად გამოუვა.

- კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესოა იმ ფეხბურთელთა შორის, რომლებთანაც ოდესმე გიმუშავიათ?

- მოდით ასე ვთქვათ – ერთ-ერთი საუკეთესო. ბევრ ნიჭიერ მოთამაშესთან მითანამშრომლია და მათ შორის პორტუგალიელი ვარსკვლავი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.

- რონალდუსა და გარეთ ბეილს შორის სათანადო პარტნიორობა და ურთიერთგაგებაა?

- მათთან ტაქტიკური კუთხით, ინდივიდუალურად ვმუშაობ. პორტუგალიელსაც და უელსელსაც შეტევაში თავისუფლების მაღალ ხარისხს ვანიჭებ.

- სამოთამაშეო და სამწვრთნელო კარიერა მადრიდის “რეალში” დაიწყეთ. რას ნიშნავს თქვენთვის სანტიაგო ბერნაბეულთა დამრიგებლობა?

- როდესაც “ბლანკოსის” გაწვრთნას დავთანხმდი და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ვიტვირთე მხრებზე, გადავწყვიტე, გუნდის შემტევი პოტენციალი არ შემემცირებინა. არ მინდა ფეხბურთელები გარკვეულ ტაქტიკურ ჩარჩოში მოვაქციო. “რეალს” ბრწყინვალე მოთამაშეები ჰყავს და მათ მინდორზე თავისუფლად მოქმედების საშუალება უნდა მივცეთ.

- “რეალის” წინა ეპოქების ფეხბურთელთაგან კრიშტიანუ რონალდუს რომელს შეადარებდით?

- სამწუხაროდ ალდრედო დი სტეფანოს თამაში არ მინახავს. ჩემი აზრით, კრიშტიანუ და რაული თანაბარი კლასის ფეხბურთელები არიან.

- ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპს დონეცკის “შახტართან” მატჩით იწყებთ. როგორ დაახასიათებთ მომავალ მეტოქეს?

- ჩვენ მომავალ მოწინააღმდეგეს კარგი ფეხბურთელები და მაღალი რანგის გამოცდილი მწვრთნელი ჰყავს. გუნდი სწრაფ ფეხბურთს თამაშობს და მათთან დაპირისპირებისას ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. თუ “შახტარს” თამაში წაუვიდა, მისი შეჩერება რთულია.

- ევროთასზე ბოლო მატჩი უკრაინული კლუბის წინააღმდეგ ჩაატარეთ. ევროპა ლიგის ნახევარფინალში დნეპროპეტროვსკის “დნიპროსთან” თქვენი გაწვრთნილი “ნაპოლი” დამარცხდა. “შახტართან” სარევანშოდ ხართ განწყობილი?

- არა, სხვაგვარი განწყობა მაქვს. კონკრეტული შეხვედრისთვის ვამზადებ გუნდს და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ. ჩვენი ერთგული გულშემატკივრების თვალწინ ვალდებულები ვართ ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული სტარტი ავიღოთ.

რეალი   8 - 0    მალმიო

შემადგენლობა

მოვლენები

პსჟ   2 - 0    შახტარი

შემადგენლობა

მოვლენები

ვოლფსბურგი   3 - 2    მანჩესტერი

შემადგენლობა

მოვლენები

პსვ   2 - 1    ცსკა

შემადგენლობა

მოვლენები

გალათასარაი   1 - 1    ასტანა

შემადგენლობა

მოვლენები

ბენფიკა   1 - 2    ატლეტიკო

შემადგენლობა

მოვლენები

სევილია   1 - 0    იუვენტუსი

შემადგენლობა

მოვლენები

სიტი   4 - 2    გლადბახი

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...

კომენტარები (20)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:05 | 15.09.2015
Dato Madrid (1088)

barseloneli.მართალია მოსისხლე გუნდებს ვგულშემატკივრობთ მაგრამ ყოველთვის ინტერესით ვკითხულობ ხოლმე შენს კომენტარებს ფეხბურთის შესახებ,20 რიცხვშიც გახარებული ყოფილიყავი და მრავალი წლების განმავლობაში ყოველთვის ბედნიერად და ჯანმრთელად იყავი შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად,უფალი ღმერთი დაგლოცავს და გაგახარებს შენ.

17:43 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ვაიმე, გული ამიჩუყდა.
მადლობა.

14:54 | 15.09.2015
ჯესი (26029)

ჰალა მადრიდ

ყველაზე დედის მტ*** გუნდიიი ^_^

15:30 | 15.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6173)

ნამდვილად.

14:53 | 15.09.2015
Dato Madrid (1088)

italiafun-iuventino.გილოცავ სტუდენტობას,წარმატებებს გისურვებ ბრატ ყოველთვის,უფალი ღმერთი დაგლოცავს და გაგახარებს შენ.

14:47 | 15.09.2015
Dato Madrid (1088)

დიდი ანგარიშით მოიგებს სამეფო გუნდი დღეს.ასეა ეს.

13:00 | 15.09.2015
maestro10 (13115)

Tituli daidos Wels rafika

12:59 | 15.09.2015
maestro10 (13115)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

12:54 | 15.09.2015
ბარსა La Albiceleste (5216)

სულ, სულ მალე რაფა, სულ მალე ..... ..... .

12:49 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ვაკო, მე მარტო ერთ უნივერსიტეტთან მაქვს კონტაქტი და მანდ თუ ვერ მოვხვდი ჩავთვალოთ, რომ გარეთ ვარ.

12:52 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

მოხვდები

12:57 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

კიი. თითქმის დარწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც ვღელავ ცოტას.
კარგი, გავედი და იმედია, 20-ში კარგ ამბებს გავცვლით.

13:16 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

იმედია

12:38 | 15.09.2015
kotiko (478)

მინიმუმ ესპანეთის ჩემპიონატი უნდა დადო რაფა

12:22 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ვაკო, ზევით რომ დაწერო არა?
კაარგად, შენ?

12:24 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

ნიჩეევოო მეც მოგილოცო მაგისტრანტობა?

12:26 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ჯერ არა. 20-ში გეტყვი. მე მოგილოცო?

12:32 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

ერთი ჰოო და მეორეს ველოდები მეც ალბათ 20ში მეცოდინება

12:33 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ერთი ჰოო და მეორეს ველოდები რას ნიშნავს?

12:40 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

ანუ გეპეიში მოვხვდი და თსუ-ს პასუხს ველოდები

12:04 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

რა გახდა ეს ჩემი ავატარები ვერ გავიგე. 1 თვეა მაგას არჩევთ. ზუსტად მაგ ჩაციკვლის გამო ვთქვი მთელი სექტემბერი ალვესის სხვადასხვა ავატარით ვიქნები-მეთქი და ასეც იქნება.

14:01 | 15.09.2015
BEERTRANCE (97819)

შენც რას ყვები სხვებს 1 მოგწონს და მორჩა არ გკიდია სხვების აზრი? DDDDDDDDDDD

12:46 | 15.09.2015
BEERTRANCE (97819)

შენც რას ყვები სხვებს 1 მოგწონს და მორჩა არ გკიდია სხვების აზრი? DDDDDDDDDDD

12:00 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ალეხანდრო, ნუ მიციტირებ. არ გელაპარაკები.
აბსოულუტურად ყველა კულე რეალობას მოწყვეტილია, ხომ?
ან ის რა იყო მესის 1 გოლი ურჩევნიათ რონალდოს 5 გოლს და ბარემ ღამის ქოთნით გაეკიდეთ ადეკვატური მოთხოვნითო? ამ შინაარსის რაღაცებს არ წერდი იმ დღეს? ვერ ხვდები ყველას შეურაცხჰყოფას რომ აყენებ? მაგის უფლებას როგორ აძლევ შენ თავს? ან რა სიტყვებით ხარ ხოლმე? რამდენჯერ გთხოვე როცა აქ ვწერ წესიერად წერე-მეთქი? რაც გინდა ის დაწერე აწი, მე ნუღარ დამელაპარაკები ოღონდ.

11:53 | 15.09.2015
მადრიდისტა (17021)

დიპლომატიური განცხადება.....

11:47 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

ნერვებს ნუ მიშლი ამ დილით.

11:52 | 15.09.2015
alejandro (44436)

ფუუუ რასაზიზღარი ვინმე გყავს ავატარზე! ეგ რომ ალვეშმა იცოდეს,ალბათ მთელი ცხოვრება ამაყი იქნება შენ რომ მისი ფოტო გიყენია

11:54 | 15.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6173)

ბარსელონაში მაგაზე კარგი ფეხბურთელი არ არის დავიჯერო?

12:01 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

რა შუაშია? ყველას ავატარს ვაყენებ ხოლმე მონაცვლეობით. ნებართვა ხომ არ ავიღო?

12:09 | 15.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6173)

კარგი იქნებოდა

12:11 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

დაელოდე მაგას.

12:13 | 15.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6173)

12:14 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

12:18 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

12:19 | 15.09.2015
ბარსელონელი. (PISTONS) (14916)

შენღა მაკლდი ახლა მაგ სმაილებით.

12:20 | 15.09.2015
italiafun-juventino (12319)

როგორ ხარ ნათუშკები? :*

11:49 | 15.09.2015
alejandro (44436)

ქუგალე ნათუშკები

11:30 | 15.09.2015
maestro10 (13115)

Jemalis erterti mat shoris

11:28 | 15.09.2015
maestro10 (13115)

Vai shen patrons

10:59 | 15.09.2015
BATIGOLI 9. (4227)

კრაუჩთან

11:06 | 15.09.2015
alejandro (44436)

რატომ კრაუჩთან? ჩელსიში რამირესს რომ წვრთნიდა იმასთან

11:12 | 15.09.2015
დურანტულა (6334)

11:11 | 15.09.2015
BATIGOLI 9. (4227)

რამირესი ვარსკვლავია,ნუ ეხები

11:01 | 15.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6173)

10:59 | 15.09.2015
alejandro (44436)

მოდი ნუ გამოვეკიდებით რაფას ამ სიტვაზე კარლომ როცა თქვა რომ რონი ყველაზე საუკეთესოა ვინც გამიწვრთნიაო,მაგაზე მიასხეს! რას ქვია ასე რომ თქვიო?
შედარებით მორიდებულ კომენტარს ელოდნენ მისაგან...
ახლა კი რაფამ თქვა ასე და იმედია ზედმეტი აჟიოტაჟი ამას არ მოყვება...

13:38 | 15.09.2015
ჟორა (58)

რეალში მოსვალდე, კარლოს და რაფას გაწვრთნილი ფეხბურთელების შედარება ცოტა რთულია. ვფიქრობ, ამ მხრივ კარლოს უკეთესი ფეხბურთელები ყავდა ყოველთვის.
პ.ს. ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვისთანაც კარლომ რეალში მისვლამდე იმუშავა რომელიმე მათგანი რონალდოს სჯობსთქო, მაგრამ ისე, მე ზიდანს, დელ პიეროს, რონალოდს, რონალდინიოს, რივალდოს, პირლოს, კაკას, მალდინის, ნესტას, კანავაროს, ბუფონს და თუნდაც რუი კოშტას არაფერს ვუწუნებ.

ასე, რომ კარლოს საერთოდ არ უნდა ეთქმა მსგავსი რამ, თუკი ნამდვილად თქვა.

10:46 | 15.09.2015
marca (2735)

რიისესთან

10:40 | 15.09.2015
ოძეკი ტოჩინოშინი (6173)

ნეტა რონალდუზე მაგართან ვისთან იმუშავა ამან? ერთ-ერთიო რომ ამბობს.

სტატისტიკა
0.240831