ხორვატიის საკალათბურთო ნაკრებს ველიმირ პერასოვიჩი აღარ გაწრთვნის, აღნიშნულ ინფორმაციას talkbasket.net ავრცელებს.
პერასოვიჩმა ხორვატია 3 მარტს ჩაიბარა. მას ნაკრებთან კონტრაქტი ევრობასკეტ-2015-ის ბოლომდე აკავშირებდა. როგორც წყარო იუწყება, ხორვატიის კალათბურთის ფედერაციაში ველიმის მუშაობით უკმაყოფილოები არიან, ამიტომ კონტრაქტი არ გახანგრძლივდება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015-ზე მერვედფინალში ხორვატია ჩეხეთთან 59:80 განადგურდა.