კალათბურთი

19:56 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბარკლი: “მელოუნს მამას ვეძახდი”

ლეგენდარულმა კალათბურთელმა ჩარლზ ბარკლიმ მოზეს მელოუნზე ისაუბრა, რომელიც გუშინ 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“გარდაიცვალა კაცი, რომელსაც მამას ვეძახდი. სიტყვებით არ შემიძლია გამოვთქვა ჩემი გულისტკივილი. ვერასოდეს გავიგებ იმას, ამ დიდმა კალათბურთელმა ჩემნაირი ბიჭი რატომ ამიყვანა თავის მეურვეობის ქვეშ. ის მექცეოდა როგორც საკუთარ შვილს და მან ჩემგან დიდი მოთამაშე შექმნა. ვიმედოვნებ, რომ მან ყოველთვის იცოდა თუ როგორ მიყვარდა და ვაფასებდი”- განაცხადა ჩარლზ ბარკლიმ.

0.114582