იტალიის ნაკრების ცენტრი ანდრეა ბარნიანი ტრავმას გადაურჩა. ამის შესახებ იტალიის კალათბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება. მათი თქმით, “ბურკლინ ნეტსის” 29 წლის მოთამაშე მეოთხედფინალში ლიტვასთან თამაშს მოახერხებს.
ბარნიანიმ დაზიანება მერვედფინალში ისრაელთან მატჩში (82:52) მიიღო და პარკეტზე მხოლოდ 12 წუთი გაატარა.
ანდრეა მიმდინარე ევრობასკეტზე “სკუადრა აძურას” ერთ-ერთი ლიდერია. მის გარდა, ლიტვასთან შეხვედრაში გუნდის კიდევ ერთი ლიდერის ლუიჯი დატომეს დაბრუნება ივარაუდება.