ფეხბურთი

13:00 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიო ისევ დაშავდა

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი კლაუდიო მარკიზიო ტრავმირებულია. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იუწყება, 29 წლის ნახევარმცველი გუნდს სამშაბათს, “მანჩესტერ სიტისთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რა დრო გაუცდება მას, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, მარკიზიო 2-დან 4 კვირამდე დაისვენებს.

შეგახსენებთ, კლაუდიოს ტრავმა სეზონის დაწყებამდეც ჰქონდა და იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, “კიევოსთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ მეორე ნახევარში მოედანზე აღარ გასულა.

0.112511