ფეხბურთი

11:02 | 14.09.2015 | ნანახია 1385 - ჯერ

ბლატერმა ტელეტრანსლაციების უფლება 5%-ში გაყიდა

ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი კიდევ ერთხელ მოექცა კორუფციული სკანდალის ცენტრში.

შვეიცარიული ტელეარხის, SRF-ის ცნობით, 79 წლის ფუნქციონერმა 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების ტელეტრანსლირების უფლება ფიფას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ, კონკაკაფის ექს-თავკაც ჯეკ უორნერს 600 ათას დოლარად მიყიდა.

წყაროს ცნობით, აღნიშნული თანხა რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 5 პროცენტია და არის ეჭვი, რომ ამ შემთხვევაში ადგილი კორუფციულ გარიგებას ჰქონდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უორნერმა პირადი მოხმარებისთვის გამოიყენა 1,6 მილიონი დოლარი იმ 10 მილიონიდან, რომელიც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლად არჩევის შემდეგ სამხრეთ აფრიკისგან მიიღო.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:41 | 14.09.2015
dinamo222 (8587)

მოკლედ ეგეც სააკიანივითაა რაა ათასი დანაშაული აქვს ჩადენილი დამტკიცებულიც და დასამტკიცებელიც მაგრამ ხელს ვერავინ კიდებს ! @@

13:14 | 14.09.2015
BEERTRANCE (97819)

ქოცები ყავთ იმათ მგონი რო ვერ უმტკიცებენ DDDDDDDDDDDDDDDDDDD

16:27 | 14.09.2015
წორლდსპორტი (213)

ქოცუნიები და ივანოვები DDD

11:53 | 14.09.2015
BEERTRANCE (97819)

მერე უქნან რამე

11:21 | 14.09.2015
ambako (2432)

რა დროს ბლატერია მანჯავიძის მიმოხილვა კომენტარებით გვინდა

0.129306