ფეხბურთი

3:58 | 14.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საფეხბურთო შოუ “ესტადიო ბალაიდოსზე”

ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მესამე სათამაშო დღეს ოთხი შეხვედრა გაიმართა, რომელთაგან ცენტრალური არცერთს ეთქმოდა.

დღის პირველი მატჩი “ლოს კარმენესზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივი “გრანადა” “ვილიარეალთან” დამარცხდა. უგოლო პირველი ნახევრის შემდეგ, მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა ანდალუსიელთა ბავშვური შეცდომებით ისარგებლეს და ორ წუთში ორი გოლის გატანა მოახერხეს. 74-ე წუთზე ფრან რიკომ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო, თუმცა მეტი გაკეთება მასპინძლებმა ვეღარ მოახერხეს. სამაგიეროდ, იყოჩაღეს ვალენსიელებმა და 91-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა სამუელმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:3.

შესანიშნავი შეხვედრა იხილა “ესტადიო ბალაიდოსზე” შეკრებილმა პუბლიკამ, თუმცა ვიგოელი გულშემატკივარი ამჯობინებდა, რომ შეხვედრა სხვა ანგარიშით დასრულებულიყო და მათ საყვარელ კლუბს “სელტას” ქულები არ დაეკარგა.

შეხვედრა ისე დაიწყო, რომ უკეთესს ვიგოელები ვერც ინატრებდნენ. მე-11 წუთზე მეკარესთან პირისპირ გასული ორელიანა ხავი ვარასმა წააქცია. რისთვისაც, გამოცდილმა კიპერმა წითელი ბარათი დაიმსახურა და “ყვითლების” კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ორელიანამ შეასრულა ზუსტად. მე-18 წუთზე დანიელ ვასმა მცველების უყურადღებობით ისარგებლა და სხვაობა გაზარდა. ამ დროს ალბათ ვერავის წარმოედგინა, შეხვედრის გადარჩენა თუ შეეძლო “ლას პალმასს”, მაგრამ სტუმრები არ გატყდნენ და 23-ე წუთზე სერხიო არაუხომ ერთი ბურთი დაქვითა.

მეორე ნახევარი მასპინძელთათვის იდეალურად დაიწყო და 48-ე წუთზე ნოლიტომ გალისიელთა უპირატესობას კვლავ სოლიდური სახე მისცა. 61-ე წუთზე არაუხომ კიდევ ერთხელ იყოჩაღა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 74-ე წუთზე შეტევაში ჩართული დევიდ სიმონი კარგად გაისარჯა და შეხვედრას წერტილი დაუსვა – 3:3.

ორი მარცხის შემდეგ, პირველი ქულები მოიპოვა “ბილბაომ”, რომელმაც შინ “ხეტაფე” დაამარცხა. ბასკთაგან დუბლი შეასრულა არიც ადურისმა, ხოლო ერთი გოლი ახალწვეულმა რაულ გარსიამ გაიტანა. სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ველაზკესმა შეაგდო. “ხეტაფე” ერთადერთი გუნდია ლა ლიგაში, რომელსაც სამ მატჩში ქულა არ აუღია.

დღის დასკვნითი შეხვედრა “ლა როსალედაზე” შედგა, სადაც ადგილობრივი “მალაგა” და “ეიბარი” უგოლოდ დაშორდნენ ერთმანეთს.

გრანადა - ვილიარეალი 1:3 (0:0)


გრანადა, “ლოს კარმენესი”

გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, მ.ლოპესი (ბიფოუმა 73), ბაბინი, ლომბანი, ბირაგი, რ.პერესი (ფ.რიკო 22), კრინი, მარკესი (იბანესი 64), სუკესი, როჩინა, ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, გასპარი, ბაილი, ხ.კოსტა, ტრიგეირასი, პინა, კასტილიეხო (სამუელი 67), ლეივა (დ.სუარესი 59), ბაკამბუ (ადრიანი 80), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლები: 0:1 ტრიგეირასი (49), 0:2 ბაკამბუ (51), 1:2 ფ.რიკო (74), 1:3 სამუელი (91).
გაფრთხილებები: ბაბინი, მ.ლოპესი – პინა, სოლდადო, ბაილი, არეოლა
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო

ბილბაო – ხეტაფე 3:1 (2:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, გურპეგი, დე მარკოსი, ლ.მარტინესი, ბენიატი (მ.რიკო 88), სან ხოსე, აკეჩე (იბაი 68), რ.გარსია (ერასო 79), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ხეტაფე (4-2-3-1): გუაიტა, ველაზკესი, ვიგარაი, აროიო, ლაგო, ხ.როდრიგესი (ვანდერსონი 63), ლასენი, ვ.როდრიგესი (ა.ვაზკესი 82), ლეონი (მედრანი 63), ლაფიტა, სცეპოვიჩი.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა

გოლები: 1:0;3:1 ადურისი (6;83), 2:0 რ.გარსია (24), 2:1 ველაზკესი (70).
გაფრთხილებები: სან ხოსე – ლაფიტა, ლაგო, ველაზკესი, ალექსისი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო

სელტა – ლას პალმასი 3:3 (2:1)

ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”

სელტა (4-3-3): ს.ალვარესი, კაბრალი, ფონტასი, ხონი, მალიო (ბონგონდა 84), პ.ერნანდესი (გუიდეტი 66), ვასი, ა.ფერნანდესი, ნოლიტო, ორელიანა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ლას პალმასი (4-4-2): ვარასი, ალკარაზი, ბიგასი, კასტელიანო, სიმონი, მესა (აიტამი 57), ვიერა (ვაკასო 86), ერნანი, კულიო, ვ.ხოსე (კ.რაული 13), არაუხო.
მწვრთნელი: პაკო ერერა

გოლები: 1:0 ორელიანა (13 პენ.), 2:0 ვასი (18), 2:1;3:2 არაუხო (23;61), 3:1 ნოლიტო (48), 3:3 სიმონი (74).
გაფრთხილებები: ალკარაზი, აიტამი, არაუხო
გაძევება: ვარასი 11.
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

მალაგა – ეიბარი 0:0

მალაგა, “ლა როსალედა”

მალაგა (4-2-3-1): კამენი, ალბენტოსა, ანხელერი, ბოკა, როსალესი, ტისონე, რესიო, ხ.კარლოსი (ჩოპი 68), ამრაბატი (ტიგადუინი 83), ჰორტა (დუდა 55), ჩარლესი.
მწვრთნელი: ხავი გრასია

ეიბარი (4-2-3-1): რიესგო, მ.დოს სანტოსი, რამისი, კაპა, ლუნა, ადრიანი, ბერხონი (ხუნსა 66), დ.გარსია, ესკალანტე (ისრაფილოვი 66), კეკო, ენრიჩი (ბასტონი 81).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გაფრთხილებები: რესიო, ანხელერი – ესკალანტე, ისრაფილოვი, კეკო, რამისი
მსაჯი: უნდიანო მალენკო

თეგებილა ლიგა
0.188382