ევრობასკეტ-2015-ის მერვედფინალურ შეხვედრაში პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ლიტვას 40:39 ამარცხებს. საქართველომ პირველი პერიოდი 20:17 მოიგო, მეორე კი 20:22 დათმო. ქართველ კალათბურთელებს 13 ქულით, 4 მოხსნით და 2 პასით ზაზა ფაჩულია ლიდერობს, ლიტველთა რიგებში 14 ქულით მაჩულისი საუკეთესოა.