ჰოლანდიის ერედივიზიონის მე-5 ტურში “უტრეხტმა” შინ 2:1 დაამარცხა “ვიტესი”. სტუმართაგან ერთადერთი გოლი გურამ კაშიამ გაიტანა. “ვიტესის” კაპიტანმა სრულად ითამაშა, ვაკო ყაზაიშვილმა მხოლოდ პირველი ტაიმი დაჰყო მინდორზე. 18 გუნდიან ჩემპიონატში “ვიტესი” 7 ქულით მე-8 ადგილზეა.
ნორვეგიის ტიპელიგაში “როსენბორგმა” შინ 1:0 დაამარცხა “სტაბეკი”. 62-ე წუთიდან გიორგი გოროზია ჩაერთო თამაშში. 18 გუნდიან ჩემპიონატში “სტაბეკი” 44 ქულით მეორე ადგილზეა.
რუსეთის პრემიერლიგის მე-8 ტურში “სპარტაკმა” 1:0 დაამარცხა “როსტოვი”. მოსკოვური კლუბის განაცხადში არ იმყოფებოდა ჯანო ანანიძე. შავარაუდოდ ქართველ მოთამაშეს ტრავმა არ მოუშუშებია. რუსეთის 16 გუნდიან ჩემპიონატში “სპარტაკი” 16 ქულით მე-4 ადგილზეა.
კვიპროსის პირველ დივიზიონში “ანორთოსისმა” შინ 3:0 დაამარცხა “ახნასი”. გამარჯვებულთა განაცხადში მოხვდნენ გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე. მაისურაძემ მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა, 62-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. 73-ე წუთზე თამაშში გიორგი აბურჯანია ჩაერთო. რაც შეეხება “ახნას”, სტუმართა შორის სათადარიგო იყო ბექა ტუღუში, ხოლო შოთა გრიგალაშვილი 73-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე. 14 გუნდიან ჩემპიონატს “ანორთოსისი” 9 ქულით ლიდერობს, “ახნასი” კი 4 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.
უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში “კარპატი” ლუგანსკის “ზორიას” დაუზავდა (1:1). მასპინძელთა შორის მურთაზ დაუშვილი სათადარიგო იყო, სტუმართა შემადგენლობაში კი ჯაბა ლიპარტიამ 76-ე წუთიდან ითამაშა. 14 გუნდიან ჩემპიონატში “ზორია” 12 ქულით მე-5, “კარპატი” კი 10 ქულით მე-7 ადგილზეა.
უკრაინის მთავარ ლიგაში “ჩერნომორეცმა” შინ ლუცკის “ვოლინთან” წააგო (1:2). ოდესელთა შემადგენლობაში სრულად ითამაშა დავით ხოჭოლავამ, გიორგი გადრანი კი 87-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 82-ე წუთზე მსაჯმა ხოჭოლავა გააფრთხილა. გამარჯვებულთა განაცხადში ვერ ვიხილეთ სანდრო კობახიძე. “ვოლინი” 14 ქულით მე-4 ადგილზეა, “ჩერნომორეცი” კი 2 ქულით ბოლოს წინა პოზიციას იკავებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მარა სიტი ბარსას მერე იმდენი რაღაც იყო პელეგრინის მხრიდან ჩემთვის და არამარტო ჩემთვის გაუგებარი რო ეგ აღარ არის გასაკვირი
საერთოდ გაუგებარია პელეგრინი რატო ათამაშებს დემიჩელის ძირითად შემადგენლობაში, არც ლესკოტი წყვეტს ციდან ვარსკლავებს მარა მალაგიდან გაგდებულ დემიჩელის ნამდვილად ჯობია
ხოდა შენც ითვალე რა გაქ საქმე