ფეხბურთი

22:25 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მუსიკოსების" აკორდი

თითქოს მშვიდად სრულდებოდა მატჩი "ჰიფენჰაიმსა" და "ვერდერს" შორის, 1:1 იყო და ამ დროს, ბრემენელებმა თავისი გაიტანეს: შეცვლაზე შესულმა პერუელმა კლაუდიო პიზარომ ნიგერიელ უჯას გაატანინა, ხოლო ორ წუთში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა ზლატკო იუნუზოვიჩმა შეაგდო. ეს ორივე გოლი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში გავიდა.

პიზარო "ვერდერში" დაბრუნდა და კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი კლასი. ის რეკორდსმენია ბუნდესლიგაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით (უცხოელთა შორის) და კვლავაც ფორმაშია - 37 წლის ასაკში.

"ვერდერი" უკვე ცხრილის ზედა ნაწილშია, არადა ჩემპიონატი "შალკესთან" 0:3 მარცხით დაიწყეს.

"შალკემაც" მოიგო თავისი შეხვედრა. საინტერესო ის მოხდა, რომ ჰოლანდიელმა კლას-იან ჰუნტელაარმა მე-4 წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა, თუმცა მეორე ტაიმში გადამწყვეტი გოლის გატანა მაინც მას ეწერა. '

ჰოფენჰაიმი-ვერდერი 1:3 (0:1)

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კიმი, კადერაბეკი, შარი, ზიულე, პოლანსკი, შვეგლერი, ციუბერი (შმიდი 46), უტი, ფოლანდი, კურანი (ვარგასი 46)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

ვერდერი: ვიდვალდი, სანტიაგო გარსია, ალეშანდრე გარსია (პიზარო 82), ლუკიმია, ვესტერგარდი, ფრიტცი, გაბრე სელასი, იუნუზოვიჩი, ფელიქს კროოსი (გალვესი 88), იოჰანსონი (ბარტელსი 64), უჯა

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

გოლები: 0:1 იუნუზოვიჩი (45), 1:1 ვარგასი (49), 1:2 უჯა (90+1), 1:3 იუნუზოვიჩი (90+3)

აფრთხილება: იუნუზოვიჩი (17), ფოლანდი (53), პოლანსკი (60), ლუკიმია (66), ფრიტცი (69), უჯა (90+1)

მსაჯი: დრესი

ბურთის ფლობა: 58-42, დარტყმა: 10 (5)-16 (6), კუთხური: 7-3, თამაშგარე: 3-5, სეივი: 3-4, ჯარიმა: 13-20

შალკე-მაინცი 2:1 (1:1)

შალკე: ფერმანი, კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი, აოგო, გორეცკა, გაისი (აიჰანი 90), ჩუპო-მოტინგი (სანე 62), მაქს მაიერი (კოლაშინაცი 90+2), დი სანტო, ჰუნტელაარი

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

მაინცი: კარიუსი, ბალოგუნი, ბუნგერტი, ბელი, ბენგსტონ (ნიდერლეხნერი 87), ბაუმგარტლინგერი, ლატცა (კლემენტი 82), კლემენსი (დე ბლაზისი 66), ბროზინსკი, მალი, მუტო

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 1:0 მატიპი (37), 1:1 მალი (42), 2;1 ჰუნტელაარი (61)

მე-4 წუთზე ჰუნტელაარმა ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: ბენგსტონი (24), ლატცა (40), ბელი (73), მატიპი (85)

მსაჯი: ჰარტმანი

ბურთის ფლობა: 57-43, დარტყმა: 24 (7)-15 (4), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-3, სეივი: 3-5, ჯარიმა: 18-19

0.131272