“ამერიკის ღია პირველობის” ფინალში იტალიელმა ფლავია პენეტამ თავის თანამემამულე რობერტა ვინჩი 7:6 6:2 დაამარცხა და კარიერაში პირველი დიდი სლემის ტურნირი მოიგო.
შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, რომელიც ფლავიამ 7:4 იმარჯვა. მეორე სეტში კი პენეტა 4:0 დაწინაურდა და საბოლოოდ შანსიც ხელიდან არ გაუშვა. პენეტას 4 ეისი და 1 ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ვინჩიმ ვერც ერთი ეისი ვერ ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა.
ორივე ჩოგბურთელი დიდი სლემის ფინალში პირველად იმყოფებოდა.
პენეტამ ფინალამდე გაიდიშოვა, ნიკულესკუ, ცეტკოვსკა, სტოსუსი, კვიტოვა და ჰალეპი ჩამოიშორა.
პენეტა-ვინჩის ფინალური შეხვედრის მნიშვნელოვანი მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=mbiEoqTNhx0
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ისე მაგარ ხოდზე კი თამაშობდა,ფონინიმ რა ასწავლა ასეთი?
ანიჩკა რამდენი ხანია რაც ჩოგბურთს უყურებ? - ფლავია ერთი ოთხი-ხუთი წლის წინ საკმაოდ კარგად თამაშობდა მერე ერთი-ორი წელი დაიკარგა და ერთი-ორი წელია მგონი რაც დაბრუნდა ესე ეწერა რომ ბოიფრენდმა მიატოვა და დეპრესიაში იყოო - ასე რომ ფინინი არაფერ შუაშია - ფლავიას ის პაუზა რომ არ ქონოდა შეიძლება უფრო მეტიც გაეკეთებინა ფაქტია რომ რაც დაბრუნდა ისე მაგრად ვეღარ თამაშობდა მაგრამ იმ გამოცდილებამ მაინც თავისი გააკეთა!
ისე რა არის მაინც ქალთა ჩოგბურთი?ფლავია თუ შლემს დადებდა ვინ მოიფიქრებდა?
ჩილიჩი თუ დადებდა შლემს ეგონა ვინმეს?!
anna RAFA



მასეც არის ეგ რაფა რო არ ყოფილიყო ფედიას 25 ან მეტი სლემი ექნებოდა მოგებული დარწმუნებული ვარ
ამ ორმა სხვა საფეხურზე გადაიყვანა ჩოგბურთი.
ხო მართალი ხარ - ცოტახნის წინ რაფამაც დაახლოვებით იგივე თქვა - მე და ფედერერი ერთმანეთთან დაპირისპირებამ უფრო გაგვზარდა და პროფესიულად უფრო მაღალ საფეხურზე აგვიყვანაო!
ორი სლემი უიმბლდონზე ჩვენც აგვაერთვა ფედიამ!
მაგარი ფინალი იყო ყოჩაღ იტალიელებს, იმედია დღესაც მაგარი ფინალი იქნება
ფედერერმა სერბთან მომავალი ბრძოლის მოლოდინზე ილაპარაკა.
"ჩემი კარიერის ადრეულ ეტაპზე ჰიუიტის, ნალბანდიანის, აგასისა და ჰენმანის თაობასთან მიწევდა თამაში. მათთან მიჭირდა, მაგრამ ამ ბრძოლამ გამხადა ძლიერი. იგივე ითქმის ჩემს თანატოლებთან: საფინთან, ჰიუიტთან, ფერეროსთან როდიკთან პაექრობებზეც. მათ მწვერვალს ჩემზე ადრე მიაღწიეს, რამაც უდიდესი მოტივაცია მომცა.
ჩემს განვითარებაზე უდიდესი ეფექტი რაფამ იქონია. მასთან შესახვედრად მზადების დროს თამაშის უამრავი ასკექტის გათვალისწინება მიხდებოდა.
რაც შეეხება ჯოკოვიჩს, ამ კუთხით მასთან მეტოქეობა გაცილებით მარტივია. წარმატების მისაღწევად არ დამჭირდება საკუთარი თამაშის დიდად შეცვლა. ვფიქრობ, იმავეს იტყოდა ნოვაკიც. გამარჯვება თითოეულს შეგვიძლია და ეს ძალიან მომწონს. ეს ნაღდი მეტოქეობაა", - აქვეყნებს ფედერერის ნათქვამს US Open.
პრინციპში მართალია,საკუთარი თამაში უნდა ითამაშოს,პირველი მოწოდება თუ კარგად წაუვიდა საქმის ნახევარი თითქმის გაკეთებული ექნება,მთავარია მოთოკოს თავი.
რაფიკაზე რაც თქვა გამიხარდა.