ცხრილში ისევ ორი გუნდი დარჩა ქულათა მაქსიმუმით, თუმცა "დორტმუნდმა" თუ ჰანოვერში ალალად და სუფთად მოიგო, "ბაიერნის" გამარჯვებაში მსაჯის ხელი გამოერია. მიუნხენში მატჩი იწურებოდა და მასპინძლები ვერ უგებდნენ "აუგსბურგს" (1:1), ამ დროს დუგლას კოშტამ მარჯვნიდან შეუტანა ბურთი საჯარიმოში და წინ მდგომ მეტოქეს, ფოილნერს დაეჯახა. დუგლას კოშტა თეატრალურად წაიქცა და მსაჯმა კირხერმა პენალტი დანიშნა, თანაც ისე, რომ ალბათ, "ბაიერნის" ფეხბურთელებსაც გაუკვირდათ. თომას მიულერმა ზუსტად დაარტყა და 2:1 იმარჯვა პეპ გვარდიოლას გუნდმა.
ამ შეხვედრაში პირველი ტაიმი სტუმრებმა მოიგეს: ეშვაინმა დაახლოებით 13 მეტრიდან ცხრიანში გაუტანა ნოიერს. მეორე ნახევარში "ბაიერნს" კოლოსალური უპირატესობა ჰქონდა და რობერტ ლევანდოვსკიმ თავისივე დაწყებული შეტევა ახლოდან დააგვირგვინა გოლით.
ბრწყინვალედ თამაშობდა "აუგსბურგის" მეკარე ჰიტცი, რომელმაც 5 ურთულესი ბურთი მოიგერია.
"დორტმუნდმა" კი მორიგი გოლთაცვენა მოაწყო. ზაფხულიდან მოყოლებული, გუნდს საშუალოდ ერთ თამაშში 4 გოლი გააქვს და არც ამჯერად დაარღვია წონასწორობა. 40 ბურთი 10 მატჩში - საოცარი შედეგია. ყველაზე ლამაზი იყო ჰენრიკ მხითარიანის გოლი და საერთოდაც, სომეხი შემტევი მშვენიერ ფორმაშია. გაბონელმა ობამეიანგმა ორი პენალტი გაიტანა, თუმცა ორივე პენალტი აშკარად დასანიშნი იყო.
სენსაციაც ამას ჰქვია... ბუნდესლიგის დებიუტანტმა "დარმშტრადტმა" გასვლაზე 1:0 აჯობა "ლევერკუზენს". როჯერ შმიდტის გუნდი ტრადიციულად შემტევ ფეხბურთს კი თამაშობდა, მაგრამ გოლს ვერა და ვერ გამორჩა. სტუმართა მცველმა აითექ ზულუმ მატჩის დასაწყისში გახსნა ანგარიში და მერე ამაოდღა ცდილობდნენ გატანას კისლინგი, ბელარაბი და სხვები. ეს "დარმშტადტის" პირველი გამარჯვებაა სეზონში.
ტურის სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია "ვოლფსბურგის" ვერმოგება ინგოლშტადტში - 0:0. შიურლესა და ახლაწვეულ დრაქსლერს თამაში ვერ წაუვიდათ, შესაბამისად, ჰოლანდიელი დოსტიც უსუსურად გამოიყურებოდა.
ჰერტა-შტუტგარტი 2:1 (2:1)
ჰერტა: კრაფტი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი, დარიდა, შკელბრედი (ბაუმიოჰანი 82), ჰარაგუჩი, შტოკერი, ვაიზერი, ბერენსი (იბიშევიჩი 75), კალუ (შტარკი 73)
მწვრთნელი: პალ დარდაი
შტუტგარტი: ვლახოდიმოსი, ჰლუშეკი, იმსუა, კლაინი, სუნიჩი, დიდავი (ფერატი 80), გენტნერი, სერეი, კოსტიჩი (მაქსიმი 68), ჰარნიკი (რობი კრუზე 55), გინჩეკი
მწვრთნელი: ალექსანდრ ცორნინგერი
გოლები: 1:0 ჰარაგუჩი (14), 1:1 სუნიჩი (36), 2:1 ლუსტენბერგერი (45)
გაფრთხილება: სერეი (45), კოსტიჩი (58), დიდავი (60)
მსაჯი: შტილერი
ბურთის ფლობა: 50-50, დარტყმა: 9 (4) - 11 (3), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 18-21
ლევერკუზენი-დარმშტადტი 0:1 (0:1)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, ტა, ვენდელი, ბელარაბი, ლარს ბენდერი, ბრანდტი (მეჰმედი 74), ჩალჰანოღლუ (ჩიჩარიტო 58), კრამერი (კამპლი 58), კისლინგი
მწვრთნელი: მარტინ შმიდტი
დარმშტადტი: მატეინია, გარიქსი, კალდიროლა, ჰოლანდი, ზულუ, გერნდორფი, ჰელერი, ნიმაიერი, რაუში (კემპე 77), როზენტალი (საილერი 85), შტროჰ-ენგელი (ვაგნერი 66)
მწვრთნელი: დირკ შუსტერი
გოლი: 0:1 ზულუ (8)
გაფრთხილება: პაპადოპულოსი (35), ვენდელი (41), მატეინია (68), ბელარაბი (90)
მსაჯი: შიპელი
ბურთის ფლობა: 66-34, დარტყმა: 16 (4) - 5 (3), კუთხური: 10-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-16
ბაიერნი-აუგსბურგი 2:1 (0:1)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბოატენგი, ალაბა, ლამი (კიმიჩი 90), ალონსო, ვიდალი (კომანი 55), ალკანტარა, მიულერი (ბერნატი 90), დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
აუგსბურგი: ჰიტცი, კლავანი, კალსენ-ბრაკერი, ვერჰაეგი, ბაიერი, ფოილნერი, კუ, ტობიას ვერნერი, კორი (მატავჟი 90), ბობადილია (ჯი 76), ეშვაინი (ალტინტოპი 70)
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლები: 0:1 ეშვაინი (43), 1:1 ლევანდოვსკი (77), 2:1 მიულერი (90 პენ)
გაფრთხილება: ვერჰაეგი (89)
მსაჯი: კირხერი
ბურთის ფლობა: 73-27, დარტყმა: 27 (10) - 4 (1), კუთხური: 9-0, თამაშგარე: 1-3, სეივი: 0-8, ჯარიმა: 10-10
ინგოლშტადტი-ვოლფსბურგი 0:0
ინგოლშტადტი: ოზქანი, ჰუბნერი, ლეველსი, მარვინ მატიპი, სუტნერი, გროსი, მორალესი, როჯერი, ჰარტმანი (ლექსი 62), ჰინტერსერი (კოენი 68), ლეკი (კაჩუნგა 85)
მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრაში, დანტე, ნალდო, როიდრიგესი, კალიჯური, გულავოგი, ლუის გუსტავო (არნოლდი 82), დრაქსლერი, შიურლე (მაქს კრუზე 66), დოსტი (ბენდტნერი 70)
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გაფრთხილება: გულავოგი (26), მორალესი (35), ლუის გუსტავოი (80), ლეველსი (83), დრაქსლერი (83)
მსაჯი: შტეგემანი
ბურთის ფლობა: 39-61, დარტყმა: 5 (1) - 17 (3), კუთხური: 2-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 3-1, ჯარიმა: 10-15
ჰანოვერი-დორტმუნდი 2:4 (1;1)
ჰანოვერი: ცილერი, ალბორნოსი, ფელიპე, მარსელო, ჰიროკი საკაი, ზორგი (ბენშოპი 73), ანდრეასენი, კიოტაკე (მაქსიმინი 79), პრიბი (ერდინქი 79), სალიფ სანე, სობეხი
მწვრთნელი: მიხაელ ფრონცეკი
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი, ჰუმელსი, სოკრატისი, შმელცერი, გიუნდოგანი, ვაიგლი (კასტრო 66), კაგავა (სვენ ბენდერი 90), მხითარიანი, ჰოფმანი (იანუზაი 60), ობამეიანგი
მწვრთნელი: თომას ტუხელი
გოლები: 1:0 სობეხი (18), 1:1 ობამეიანგი (35 პენ), 1:2 მხითარიანი (44), 2:2 სობეხი (53), 2:3 ფელიპე (67 ავტოგოლი), 2:4 ობამეიანგი (85 პენ)
გაფრთხილება: ჰუმელსი (56), ფელიპე (83), ცილერი (85), სანე (90)
მსაჯი: შიბერტი
ბურთის ფლობა: 34-66, დარტყმა: 5 (3) - 17 (6), კუთხური: 2-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 2-1, ჯარიმა: 14-16
აინტრახტი-კიოლნი 6:2 (4:1)
აინტრახტი: ჰრადეცკი, იგნიოვსკი, რუში, ოცზიპკა, აბრაჰამი, ჰასებე, რაინარტცი, შტენდერა (მედოევიჩი 90), ალექსანდრ მაიერი (კადლეცი 88), კასტაინოსი (ფლუმი 80), სეფეროვიჩი
მწვრთნელი: არმინ ფე
კიოლნი: ჰორნი, ოლკოვსკი, სიორენსენი, ჰაინცი, ჰექტორი, ლემანი, ცოლერი (ჰოსიერი 50), ფიოგტი, რისე, ბიტენკური (ოსაკო 50), მოდესტე (სვენტო 77)
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
გოლები: 1:0 მაიერი (4), 2:0 კასტაინოსი (15), 3:0 მაიერრი (23), 3:1 მოდესტე (28), 4:1 კასტაინოსი (30), 5:1 სფგეროვიჩი (73), 5:2 ჰაინცი (81), 6:2 მაიერი (87)
გაფრთხილება: შტენდერა (1), რაინარტცი (63), ჰექტორი (88)
მსაჯი: ფრიტცი
ბურთის ფლობა: 50-50, დარტყმა: 18 (11) - 13 (7), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 0-7, სეივი: 4-4, ჯარიმა: 14-14
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რესურსი არ აქვს ლაციოს თორემ კარგ ფეხბურთს თამაშობენ სხვებთან შედარებით