ფეხბურთი

19:12 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ კარიერაში უსწრაფესი ჰეთთრიკი გაიფორმა (+VIDEO)

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ კარიერაში ყველაზე სწრაფი ჰეთთრიკი შეასრულა. “სამეფო გუნდი” “ესპანიოლის” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის მესამე ტურის მატჩს მართავს. პირველი ტაიმის დაწყებიდან 20 წუთში კრიშტიანუ სამი გოლის (7, 17, 20) ავტორი გახდა.

აქამდე რონალდუს ჰეთთრიკი 34 წუთში ჰქონდა შესრულებული. 2015 წლის მაისში “ხეტაფესთან” დაპირისპირების დროს პორტუგალიელმა მატჩის სტარტიდან 34 წუთში გულშემატკივრები სამჯერ გაახარა.

0.104074