“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი დარწმუნებულია, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს გუნდის ახალწვეულის კევინ დე ბრუინის სატრანსფერო ფასი ყველას დაავიწყდება.
“სავარაუდოდ, თავიდან ყველა მის სატრანსფერო ფასზე ისაუბრებს. თუმცა, ბოლოს და ბოლოს გუნდმა და თავად ფეხბურთელმა უნდა აჩვენონ ეს შენაძენი რატომ გავაკეთეთ. როდესაც სტერლინგთან მუშაობას ვიწყებდი, მან ორი-სამი თამაშის მერე აჩევენა თუ რატომ შევიძინეთ. დარწმუნებული ვარ, სეზონის ბოლოს არავის ეხსომება დე ბრუინში რამდენი გადავიხადეთ” – ციტირებს ინტერნეტპორტალი Goal-ი პელეგრინის.
“მანჩესტერ სიტიმ” 24 წლის ბელგიელი ფორვარდი “ვოლფსბურგიდან” 75 მილიონ ევროდ შეიძინა.