“ლივერპულის” ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ 2013-2014 წლების სეზონში ლონდონის “ჩელსისთან” დაშვებული შეცდომის შემდეგ, რომელიც მერსისაიდელებს ჩემპიონობის დაკარგვად დაუჯდათ, ატირდა და თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა.
“თამაშის მერე, ავტომანქანის უკანა სავარძელზე დავჯექი და ჩემს სახეზე ცრემლები მდინარესავით მოდიოდა. თითქოს ასი წელი არ მიტირია, მაგრამ იმ მომენტში თავს ვერ ვიკავებდი. ეს სიტუაცია უბრალოდ მკლავდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ თითქოს მთელი ოჯახი დავკარგე. “ლივერპულთან” ერთად ჩემპიონატის მოგებაზე დიდი ხანი ვოცნებობდი და ეს ოცნება ჩემს გამო ისევ ხელიდან გამისხლტა.
იმ დღეს სტადიონზე მღეროდნენ You'll Never Walk Alone (“ლივერპულის” ჰიმნი, რედ.), მაგრამ თავი მართლაც ეულად ვიგრძენი. იმედი აღარ მქონდა და თავში სუიციდის ჩადენის აზრიც მომივიდა” - იუწყება ჯერარდის სიტყვებს გამოცემა Daily Mail-ი.