ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის აგებულ სპორტულ კომპლექსში მდებარე ფრენბურთის დარბაზში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. შიდა კონკურენციის მედლების გათამაშება გუშინწინ დაიწყო და დღეს დასრულდება.
გასული ორი დღის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი ფიცარნაგზე რაულ ცირეკიძის დაბრუნება იყო. ევროპის 2012 წლის ჩემპიონმა ხანგრძლივი იძულებითი პაუზის შემდეგ თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინა და საქართველოს ჩემპიონი გახდა.
დღეს მედლები 105 და +105 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდება.
ძალოსნობა
საქართველოს ჩემპიონატი
თბილისი
10-11 სექტემბერი
56 კგ
1 ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) 202 კგ (91+111)
2 ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) 197 კგ (90+107)
3 გიორგი დოკვაძე (საჩხერე) 183 კგ (83+100)
69 კგ
1 გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) 285 კგ (124+161)
2 ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) 243 კგ (107+136)
3 ნოდარ კაკაბაძე (ქუთაისი) 243 კგ (113+130)
77 კგ
1 გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) 319 კგ (145+174)
2 ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) 306 კგ (140+166)
3 თორნიკე თოდაძე (საჩხერე) 301 კგ (135+106)
85 კგ
1 დათო ხარატიშვილი (აფხაზეთი) 315 კგ (137+178)
2 ლაშა კოპალიანი (წყალტუბო) 302 კგ (137+165)
3 რეზი დავითაძე (თბილისი) 295 კგ (135+160)
94 კგ
1 რაულ ცირეკიძე (ქუთაისი) 354 კგ (160+194)
2 ლონგინოზ ბრეგვაძე (საჩხერე) 345 კგ (157+188)
3 ნიკა ნანაძე (თბილისი) 332 კგ (152+180)