ჭადრაკი

11:21 | 12.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

,,ნონას  თასს“  ორი  ლიდერი  ჰყავს

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ,,ნონას თასის“ გათამაშების მთავარ ,, ა’’ ტურნირზე ორხელისუფლებიანობაა. ასპარეზობა 2-2 ქულით ნიკოლოზ ჩხაიძე და ივერი ჭიღლაძე ლიდერობენ, რომლებმაც შესაბამისად სოფო ხუხაშვილი და საფრანგეთის მოქალაქე ნინო მაისურაძე დაამარცხეს.

მომდევნო ტურში ერთმანეთს სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი ჩხაიძე და ჭიღლაძე ხვდებიან.

რაც შეეხება ,,ბ“ ტურნირს, აქ ერთბაშად 7 ლიდერია. ესენი არიან: ანდრეი ზაიჩიკოვი (რუსეთი), ჯახანგირ ნიფთალიევი ( აზერბაიჯანი), გიორგი ბეჭვაია, რევაზ ჭკუასელი, რობერტ ლომიძე, სოსო კიკილაშვილი და ლაშა ჭანტურია ( ყველა საქართველო).

0.128903