ჭიდაობა

10:50 | 12.09.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ბრინჯაო და ორი ლიცენზია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი და რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა. ელიზბარ ოდიკაძეს (97 კგ) კი საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა, მაგრამ სალიცენზიო ნორმატივის შესასრულებლად მეხუთე ადგილიც ეყო.

ამინაშვილმა სეზონის უმთავრესი შეჯიბრება ამერიკელი ჯეიკობ ჰერბერტის ადვილად ძლევით (6:1) გახსნა. მერვედფინალში კი თურქ სელიმ იაშართან 0:2 დამარცხდა და მას შემდეგ, რაც თურქმა ფინალის საგზური გაინაღდა, თავად რეპეშაჟში გადაერთო და ბრინჯაოს გზაზე პუერტორიკოელი ხაიმე იუსეპტ ესპინალი (5:1), ვენესუელელი პედრო ფრანცისკო ჩებალოს ფუენტესი (5:3) და აზერბაიჯანელი მაგომედგაჯი ხატიევი ჩამოიშორა. მეორე წუთზე, მაშინ, როდესაც სანდრო მინიმალური ანგარიშით აგებდა, ხატიევმა მხარის ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო და წაგება ჩაეთვალა.

ოდიკაძეს პოდიუმამდე აზერბაიჯანელი ხეთაგ გაზიუმოვის ძლევა დააკლდა (1:4). ქართველმა მოჭიდავემ ოლიმპიადის ლიცენზია რეპეშაჟში გადართვამდე გაინაღდა, ნახევარფინალამდე მისვლით. ძირითად ბადეში მან არგენტინელი იური ალექსეი ჰორაციო მაიერი (10:0), კანადელი არჯუნ სინხ გილი (5:3) და სამხრეთკორეელი ჯაეგანგ კიმი (4:2) ჩამოიშორა და ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ აბდუსალიმ გადისოვთან წააგო (2:7).

გუშინვე, მსოფლიო კონკურენციაში არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 61 კილოგრამში მოჭიდავე ბექა ლომთაძეც ჩაება. ევროპის წლევანდელი პირველობის ქართველმა ფინალისტმა პირველ წრეში ფილიპინელი კრისტიან ეტპისონ ნიკოლესკუ დაჩაგრა (12:0). მერვედფინალში სამხრეთკორეელ ჯაეონ იანგს 6:4 სძლია. ძირითად ბადეში გამოსვლა კი მეოთხედფინალში დაასრულა, მონღოლ ნომინ ბატბოლდთან მარცხით (5:10).

ამ შეხვედრის შემდეგ ლომთაძე "ბრინჯაოს ნახევარფინალში” გადაერთო და ინდოელ ბაირანგ ბაირანგთან 6:13 წააგო.

დღეს საღამოს ხალიჩაზე დარჩენილ ოთხ წონით კატეგორიაში მოჭიდავე თავისუფლები გავლენ. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ), დავით ტლაშაძე (70 კგ), ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ჩაერთვებიან.


კომენტარები (15)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:29 | 24.01.2018
festina (2659)

მთავარი იყო სომხებს ავცდენოდით,მაგრამ ყაზახურ ფეხბურთში ძალიან დიდი ინვესტიცია იდება ეს მაშინებს ცოტა

15:29 | 24.01.2018
festina (2659)

ძალიან კარგი გუნდები გვყავს ჯგუფში,შეიძლება თამაში და ყაზახეთთან გვექნება ომი გასვლაზე!!!ბევრ ემიგრანტ ფეხბურთელს დავიბრუნებთ ამ ლიგის შექმნით!!!

15:21 | 24.01.2018
shoti (70)

GROUP 1
Georgia
Latvia
Kazakhstan
Andorra
GROUP 2
Belarus
Luxembourg
Moldova
San Marino
GROUP 3
Azerbaijan
Faroe Islands
Malta
Kosovo
GROUP 4
FYR Macedonia
Armenia
Liechtenstein
Gibraltar

15:21 | 24.01.2018
skyww (547)

ამ გუნდებზე რამე როგორ უნდა თქვა მარა მაინც ყველაზე ცუდი ჯგუფი შეგვხვდა

15:21 | 24.01.2018
shoti (70)

საქართველო
ლატვია
ყაზახეთი
ანდორააააა

15:20 | 24.01.2018
shoti (70)

ლატვია ყაზახეთი ანდორა შეგხვდა მემგონი

14:25 | 24.01.2018
BEERTRANCE (97819)

ფედო უკუ ბრეიქი გაიჩალიჩე ინტერესი გაუჩინე თამაშს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

14:25 | 24.01.2018
BEERTRANCE (97819)

ბოდიში ჩუგბურთშI უნდა დამეწერა

13:49 | 24.01.2018
mamukapa (64)

ერთა ლიგიდან რო გავიდეთ ევროპაზე და მერე შესარჩევიდანაც მაშინ რა ხდება,ორი ნაკრებით გამოვალთ ევროპაზე?

14:23 | 24.01.2018
KoRBeN DaLLaS (24844)

კი ეროვნული ნაკრებით და ერთი კვირის წინ "ზამთრის თასი" რომ მოიგეს, იმ სასტავით

01:08 | 25.01.2018
mamukapa (64)

მადლობა ამომწურავი ინფორმაციისთვის უცნობო მეგობარო

13:48 | 24.01.2018
mamukapa (64)

ერთა ლიგინად რო გავიდეთ ევროპაზე და მერე შესარჩევიდანაც მაშინ რა ხდება,ორი ნაკრებით გამოვალთ ევროპაზე?

14:08 | 24.01.2018
დიტო (14812)

ერთა ლიგის ფლეი-ოფები გაიმართება 2020 წლის მარტში მაშინ როდესაც ევროპის შესარჩევი დასრულებული იქნება და გარკვეული იქნება 20 გუნდის ვინაობა რომლებიც ევროპაზე ითამაშებენ.

15:38 | 24.01.2018
დიტო (14812)

თუ შესარჩევიდან მოვხვდით ევროპაზე და ამავდროულად ერთა-ლიგის ფლეი-ოფშიც ვართ მაგ შემთხვევაში ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები ითამაშებს ერთა ლიგის ფლეი-ოფს

14:53 | 24.01.2018
დიტო (14812)

თუ შესარჩევიდან მოვხვდით ევროპაზე და ამავდროულად ერთა-ლიგის ფლეი-ოფშიც ვართ მაგ შემთხვევაში ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები ითამაშებს ერთა ლიგის ფლეი-ოფს

14:14 | 24.01.2018
დიტო (14812)

თუ შესარჩევიდან მოვხვდით ევროპაზე და ამავდროულად ერთა-ლიგის ფლეი-ოფშიც ვართ მაგ შემთხვევაში ჩვენს ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები ითამაშებს ერთა ლიგის ფლეი-ოფს

12:44 | 24.01.2018
xandakeli (1759)

ლინკი დადეთ თუ გაქვთ

08:56 | 24.01.2018
araza-1918 (6330)

სომხები არ გვინდა

23:26 | 23.01.2018
ogafa (10220)

დ ლიგას მოვიგებთ ალბათ

22:27 | 23.01.2018
berodaviti (4285)

რეალურად ევროპულ ბობოლებს რაში სჭირდება ე. წ. დამატებითი შანსი, აბსურდია...

ეჰ "ჭ" ლიგა მაინც ყოფილიყო, უეჭველი გავიდოდით DDDDDDDD

რეალურად აჯობებდა ყოფილიყო 8 ექვსგუნდიანი ქვეჯგუფი და სამეული ფინალურ ეტაპზე...

20:54 | 23.01.2018
kakhaberry (2630)

ბოლო დროს მოუმატა ფარერის კუნძულებმაც. - ჰო, თუ რამეა აგერ გასამართლებელიც გვაქვს.
ეხლა მოუნდათ გაძლიერება ამ ჩემისებსო, ვიტყვით

19:06 | 23.01.2018
levani82 (41682)

დე ლიგასაც მოვიგებთ, მერე ცე ლიგასაც, ამის მერე ბე ლიგასაც და ბოლოს A ლიგასაც

უარეს შემთხვევაში დე ლიგას მოვიგებთ და ამის მერე თითოეული ლიგის 1/2 ფინალებში გავალთ და ბოლოს გამოგვეღვიძება

0.063245