ფეხბურთი

1:34 | 12.09.2015 | ნანახია 0 - ჯერ

“გლადბახი” – სახელი იგივეა, გუნდი სხვა

ლუსიენ ფავრის გაწვრთნილი “გლადბახი” უკვე მეტისმეტს აკეთებს. უფრო სწორად, არაფერს არ აკეთებს, სამარცხვინოდ აგებს ყველა თამაშს. წინა სამ ტურში სამივე მარცხი და აი, მეოთხეც ისე წააგეს, ჩემპიონთა ლიგაზე გასულ გუნდს რომ ნამდვილად არ შეშვენის. გლადბახელები შინ “ჰამბურგთან” 0:3 შერცხვნენ. არადა, ფავრის გუნდს ზაფხულში მხოლოდ ორი წამყვანი ფეხბურთელი დააკლდა (მაქს კრუზ, კრისტოფ კრამერი) და რატომ მოიშალა ასე ძალიან, ცოტა საკვირველია.

პირველი გოლი ლასოგამ გაიტანა იანჩკეს შეცდომის შედეგად. იანჩკე უკან უბრუნებდა ბურთს ზომერს და ლასოგამ ჩაუჭრა... ტაიმის ბოლოს ლასოგამ ჰანისა და იანჩკეს შეუთანხმებელი მოქმედებით ისარგებლა და 0:2. მეორე ტაიმში კი საგოლე პასი გააკეთა “ჰამბურგის” მეკარე დრობნიმ, რაც ნიკო მიულერმა დაუფასა, პირისპირ გავიდა და ტაბლოზე სამიანი აანთებინა.

გლადბახი-ჰამბურგი 0:3 (0:2)

გლადბახი: ზომერი, ბრაუერსი (დრმიჩი 55), იანჩკე, კორბი, შტრანცლი (დაუდი 66), ვენდტი, ნორვაიტი, შტინდლი (ტრაორე 55), თორგან აზარი, ჰანი, რაფაელი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაიერი, ჯურუ (რაისი 88), ოსტრჟოლეკი, ეკდალი, ჰოლტბი, ჰუნტი (დიასი 81), ილიჩევიჩი, ნიკო მიულერი (გრეგორიცი 83), კაჩარი, ლასოგა

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლები: 0;1, 0:2 ლასოგა (11, 44), 0:3 ნიკო მიულერი (53)

გაფრთხილება: ეკდალი (35), იანჩკე (58), დაუდი (88)

მსაჯი: ველცი

ბურთის ფლობა: 55-45, დარტყმა: 13(2) – 10 (4), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 1-3, სეივი: 1-2, ჯარიმა: 17-19

თეგებიბუნდესლიგა

კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:44 | 25.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

გადმოდი კლივლენდში დააჯვი ოთხ ნომერზე რაღას დაყ პროჭაობ ბიჯოოო ან ბეჭედი არ გინდა ან ლებრონის პასები არ გინდა

15:05 | 25.10.2017
KoRBeN DaLLaS (24842)

კი ვიფიქრე, სულ 21 წუთი რომ ითამაშა, რაცხა ფარცაგია წარბას თავს თქვა

22:43 | 25.10.2017
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დდდდდდდდდ

15:20 | 25.10.2017
federer (17) (15576)

საკმარისია ჰეივორდის სერიოზული ტრავმა და ახლა მაზდაც რო გამოკლებოდა ლიგას მაგრად გატეხავდაა

14:45 | 25.10.2017
federer (17) (15576)

წელს მაგრად აქვს მომატებული დევისს, მაგრამ გუნდს დიდად არ ეტყობა რო ორის უპერვარსკვლავი ყავთ გუნდშიი.
სხვა პოზიციებზეც უნდა მოძლიერდნენ თორე ექნებათ ამ ორ მონსტრს სუპერ სტატისტიკა და გუნდი იქნება მიფარცაკებული, თან დიდად არ აქუხებთ მე მგონია რო აგებენ და ბედნიერები არიან იმით რო მაგარი სტატისტიკები აქვთ

0.067055