ჭადრაკი

22:33 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფორუმი - ბაქოში...

10 სექტემბრიდან აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყება და 5ოქტომრამდე გასტანს მსოფლიოს თასის გათამაშება ვაჟთა შორის.

ასპარეზობა ნოკაუტ-სისტემით გაიმართება 128 მონაწილეს შორის. პრესტიჟული თასისთვის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეებიიასპარეზებენ.

მონაწილეთა შორის არიან: ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი;2816),ხიკარუ ნაკამურა (იაპონია;2814), ფაბიანო კარუანა (აშშ;2808), ანიშ გირი (ჰოლანდია;2793), დინ ლიჟენი(ჩინეთი; 2782), ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი;2777), უესლი სო (აშშ;2773), ალექსანდრ გრიშუკი(რუსეთი; 2771), ლევონ არონიანი (სომხეთი; 2765), მასპინძელთა წარმომადგენლები: თემურ რაჯაბოვი(2738) და შაჰრიარ მამედიაროვი(2736).

ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი 1 600 000$ შეადგენს. საიდანაც გამარჯვებულის წილად 20%დაბეგვრის შემდეგ 96 000 მოდის, ფინალისტი - 64 000-ით დაჯილდოვდება, ნახევარფინალისტები - 40 000 მიიღებენ. ხოლო მეოთხედფინალისტები - 28 000-ის მფლობელები გახდებიან.

ფინალის გარდა ყველა სტადიაზე 2-პარტიისგან შემდგარი მინი-მატჩები გაიმართება შემდეგი დროისკონტროლით (90 წუთი 40 სვლაზე,შემდეგი 30 წუთის დამატებით პარტიის ბოლომდე და 30-წამიანიდამატებით პირველივე სვლიდან.) მატჩის ფრედ დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულის ვინაობასტაი-ბრეიქები გაარკვევს. ტაი-ბრეიქი: ორი პარტია - 25 წუთს+10 წამი პირველივე სვლიდან; თანაბარიანგარიშის შემთხვევაში კიდევ 2 პარტია 10წთ. +10 წმ.; თანაბარ ანგარიშზე ისევ 2 პარტია ემატება 5წთ.+3 წმ. თუ კიდევ თანაბარი ანგარიში შენარჩუნდა, მერე უკვე ‘არმაგედონი’ ( თეთრებს 5 წუთი, შავებს4 წუთი +3 წმ.ყაიმზე შავები იმარჯვებენ) გამოავლენს გამარჯვებულს.ხოლო, ფინალში გასულებიერთმანეთში 4 პარტიას ითამაშებენ თასის მფლობელის გამოსავლენად.

სატურნირო განრიგი:

პირველი წრე (128 მონაწილე) : 11-12 სექტემბერი - მინი-მატჩის 2 პარტია, 13 სექტემბერი - ტაიბრეიქი;

მეორე წრე (64 მონაწილე) : 14-15 სექტემბერი - მინი-მატჩის 2 პარტია, 16 სექტემბერი- ტაიბრეიქი;

მესამე წრე (32 მონაწილე) : 17-18 სექტემბერი - მინი-მატჩის 2 პარტია, 19 სექტემბერი - ტაიბრეიქი;

მეოთხე წრე (16 მონაწილე) : 20-21 სექტემბერი - მინი-მატჩის 2 პარტია, 22 სექტემბერი - ტაიბრეიქი;

მეხუთე წრე (8 მონაწილე) : 23-24 სექტემბერი - მინი-მატჩის 2პ არტია, 25 სექტემბერი - ტაიბრეიქი;

მეექვსე წრე - ნახევარფინალი (4 მონაწილე): 27-28 სექტემბერი მინი-მატჩის 2 პარტია, 29 სექტემბერი -ტაიბრეიქი;

მეშვიდე წრე - ფინალი (2 მონაწილე): 1-4 ოქტომბერი მინი-მატჩის 4 პარტია, 5 ოქტომბერი- ტაიბრეიქი; 5ოქტომბერი - მსოფლიოს ჩემპიონატის დახურვის საზეიმო ცერემონიალი.

დასვენების დღეები: 26 და 30 სექტემბერი.

gcf.org.ge

0.113235