კალათბურთი

22:06 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

გივი  ბაქრაძე  საქართველოში  დაბრუნდა

ორწლიანი განშორების შემდეგ ქართველი კალათბურთელი, უკანახაზელი გივი ბაქრაძე (26.05.91,180 სმ) საქართველოში დაბრუნდა და სუპერლიგის მონაწილე „სოხუმში“ ჩაირიცხა. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ „სოხუმის“ მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ გაუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბაქრაძე 2013-14 და 2014-15 წლების სეზონში ფინეთის უმაღლესი ლიგის მონაწილე „ლაპუა კორიკობრატში“ თამაშობდა. ფინეთში წასვლამდე ბაქრაძეს საქართველოს რამდენიმე გუნდში („თბილავიამშენი“, „არმია“, „დინამო“...) აქვს ნათამაშები.

0.114303