კალათბურთი

21:39 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტუჯანიმ   აქტიურ  სპორტს  თავი  დაანება

სუპერლიგის ვეტერანმა კალათბურთელმა ჟოლივეტ ტუჯანი-ტალბამ (03.07.80,199 სმ) აქტიურ სპორტს თავი დაანება. ამის შესახებ „მსოფლიო სპორტს“ სუპერლიგის მონაწილე „რუსთავის“ მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა განუცხადა. სწორედ „რუსთავში“ გაატარა ტუჯანიმ ბოლო სეზონი.

წარმოშობით კამერუნელი ტუჯანი-ტალბა საქართველოში, თავის ოთხ თანამემამულესთან ერთად, დაახლოებით 15 წლის წინათ ჩამოვიდა და უმაღლესი ლიგის მონაწილე „მაკაბიში“ ჩაირიცხა. ამის შემდეგ მან საქართველოს თითქმის ყველა წამყვან გუნდში ითამაშა. არის საქართველოში მოქმედი ყველა ტიტულის მფლობელი. მიღებული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და ცხოვრობს თბილისში.

0.114925