ფეხბურთი

20:11 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

პიკეს იგივე განაჩენი დაუტოვეს

კატალონიური “ბარსელონას” აპელაციამ ხერარდ პიკეს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაციის შესახებ, შედეგი ვერ გამოიღო და ადმინისტრაციულმა სპორტულმა სასამართლომ დაახლოებით სამი კვირის წინათ მიღებული განაჩენი ძალაში დატოვა.

ამის შესახებ Marca იტყობინება.

“ბარსას” მცველის მიმართ ამგვარი ზომები მას შემდეგ გაატარეს, რაც ბილბაოს “ატლეტიკთან” 19 აგვისტოს გამართულ ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში პიკემ გვერდით მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჰოდა მთავარმა მსაჯმაც მაშინვე აზიარა წითელ ფერს.

თავიდან პიკეს 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციის “შანსიც” ჰქონდა, მაგრამ ამ მხრივ ცოტა დაინდეს. პიკემ პრიმერას ორი მატჩი უკვე გამოტოვა და კიდევ ორში ვერ ითამაშებს - მადრიდის “ატლეტიკოსთან” სტუმრად 12 სექტემბერს და “ლევანტესთან” შინ 20 სექტემბერს.

0.116186