ფეხბურთი

18:43 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედის” ქომაგებმა აგვისტოში დარმიანი გამოარჩიეს

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” იტალიელი მცველი მატეო დარმიანი აგვისტოს თვის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 25 წლის აპენინელმა უკანახაზელმა “წითელი ეშმაკების” გულშემატკივართა გამოკითხვაში გაიმარჯვა, რომელშიც მას მხარი ქომაგების 42%-მა დაუჭირა და კრის სმოლინგსა და ლუკ შოუს აჯობა.

დარმიანიმ აგვისტოს თვეში პრემიერლიგაში 4 შეხვედრა ჩაატარა. იგი “იუნაიტედს” გასულ ზაფხულს იტალიური “ტორინოდან” 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.

0.117612