სანაკრებო ფანჯრით გამოწვეული პაუზის შემდგომ საქართველოს უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდა. IV ტურის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” მორიგი ადვილი სამი ქულა მოიპოვა. გია გეგუჩაძის გუნდმა წინა სამი მატჩის მსგავსად მეტოქეს ამჯერადაც 4 გოლი გაუტანა.
მარტვილში, “მურთაზ ხურცილავას” სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში თავი დუბლით გამოიჩინა დედაქალაქელთა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც მასპინძლებს 44-ე და 56-ე წუთებზე გაუტანა. მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ანგარიში გამანადგურებელი მათე ცინცაძემ გახადა. 81-ე წუთზე “მერანმა” გაიბრძოლა და ლაშა ჯღამაიას ლამაზი გოლით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა “დინამომ” წლევანდელი ტრადიცია არ დაარღვია და ბოლო წუთზე მეოთხე გოლი გაიტანა. თავი ჯაბა ჯიღაურმა გამოიჩინა.
“დინამო” 4 ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ასპარეზობს, ხოლო “მერანი” პირიქით – ქულის გარეშეა.
“მერანი” – “დინამო” (თბილისი) 1:4 (0:1)
მარტვილი, “მურთაზ ხურცილავა”
გოლები: 0:1 ქვილითაია (44), 0:2 ქვილითაია (56), 0:3 ცინცაძე (76), 1:3 ჯღამაია (81), 1:4 ჯიღაური (90)
დღეს, მე-4 ტურის კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. “მიხეილ მესხზე” “ლოკომოტივი” ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს, შეხვედრა კი 20:00 საათზე დაიწყება.