ფეხბურთი

16:33 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

MLS რუნის დაელოდება

ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ჩემპიონატის მმართველი ორგანიზაცია “მანჩესტერ იუნაიტედის” და ინგლისი ეროვნული ნაკრების თავდამსხმელით უეინ რუნის აშშ-ში წაყვანით დაინტერესდა.

MLS-ის წარმომადგენელმა დონ გარბერმა manchester evening news-თან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა: “რუნის “მანჩესტერთან” კონტრაქტი აკავშირებს. პირადად გლეიზერებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და მათ კარგად ვიცნობ. ამ ეტაპზე მოლაპარაკების წამოწყება რომ შეიძლებოდეს დავიწყებდით კიდეც, თუმცა ამის გაკეთებას ფეხბურთელის კონტრაქტის გაწყვეტამდე არ ვაპირებთ.”

აშშ-ს ჩემპიონატის პოპულარიზაცია ინგლისელი ფეხბურთელებით უკვე დაიწყო. რუნის კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ივლისის დასაწყისამდე აქვს და შესაძლოა იგი დევიდ ბექჰემის, ფრენკ ლამპარდი და სტივენ ჯერარდის კვალს გაჰყვეს.

თეგებიუეინ რუნი
0.11834