კალათბურთი

11:32 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მექულეები, მეპასეები და მომხსნელები

ევრობასკეტ-2015-ზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა, სადაც თითო გუნდმა ხუთი შეხვედრა ჩაატარა.

ერთ თამაშში საშუალოდ ყველაზე მეტ 21.6 ქულას ესპანელთა ცენტრი პოლ გასოლი აგდებდა. ჯგუფური ეტაპის საუკეთესო მომხსნელი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქის ცენტრი იონას ვალანჩუნასი იყო, ის ერთ თამაშში საშუალოდ 10 მოხსნას აკეთებდა. საუკეთესო მეპასე კი ჩეხი ტომაშ სატორანსკი გახდა - 8.4 პასი.

ჯგუფური ეტაპის 5 საუკეთესო მექულე:

პოლ გასოლი (ესპანეთი) - 21.6 ქულა

დალინო გალინარი (იტალია) - 21

დენის შროდერი (გერმანია) - 21

ომერ კასპი (ისრაელი) - 18.5

იონას ვალანჩუნას (ლიტვა) - 18

ხუთი საუკეთესო მომხსნელი:

იონას ვალანჩუნასი - 10

ვორონცევიჩი (რუსეთი) - 9.2

კირილ ფესენკო (უკრაინა) - 8.8

იერჟი ვესელი (ჩეხეთი) - 8.2

პოლ გასოლი - 8

ხუთი საუკეთესო მეპასე:

ტომაშ სატორანსკი (ჩეხეთი) - 8.4

მარტინას კალნიეტისი (ლიტვა) - 7.4

მილოშ ტეოდოსიჩი (სერბეთი) - 7

პეტერი კოპონენი (ფინეთი) - 6.4

დიმიტრი ხვოსტოვი (რუსეთი) - 6

0.116797