ჩოგბურთი

10:45 | 11.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰინგისი-მირზას წყვილი ფინალშია

“ამერიკის ღია პირველობაზე” ქალებში წყვილთა შორის პირველი ფინალისტი გამოვლინდა. ნახევარფინალში სანია მირზას და მარტინა ჰინგისის წყვილმა პენეტა-ერანის 6:4, 6:1 მოუგო. მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში დელაკუა-შვედოვა – გრეონეფელდი-ვანდევეიგე 3:4-ზე წვიმის გამო შეწყდა და დღეს თბილისი დროით 20:30 საათზე განახლდება.

გამთენიისას სერენა უილიამსის და რობერტას ვინჩის ნახევარფინალური მატჩი იყო დაგეგმილი, თუმცა წვიმის გამო ეს შეხვედრა დღეს 20:30 საათზე დაიწყება.

0.112603