ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე გუშინ საღამოს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებნენ და რამდენიმე საათის წინ 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონ-პრიზიორებიც გამოავლინეს. საქართველოს ნაკრების წევრთაგან ხალიჩაზე ახალგაზრდებს შორის ევროპის ბრინჯაოს პრიზიორი ავთანდილ კენჭაძე გავიდა. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყირგიზ ულუკმან მამადოვს უნდა დასჭიდებოდა, მაგრამ მეტოქის ტრავმის გამო უბრძოლველად გავიდა მეთექვსმეტედფინალში. იქ ვიეტნამელ ხუან დინ ნგუიენს 10:0 აჯობა. მერვედფინალში კი აზერბაიჯანელ ტოგრულ ასკაროვთან 2:9 დამარცხდა. ისღა დარჩენოდა, მომგების ფინალში გასვლას დალოდებოდა, მაგრამ ასგაროვი მეოთხედფინალს ვერ გასცდა და კენჭაძეს ბრინჯაოს გზაც ჩაეკეტა.
დღეს მსოფლიო კონკურენციაში 61, 86 და 97 კილოგრამებში მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით კი ბექა ლომთაძე (61 კგ), სანდრო ამინაშვილი (86 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) იჭიდავებენ.
თავისუფალი ჭიდაობა
მსოფლიოს ჩემპიონატი
ლას ვეგასი
10 სექტემბერი
65 კგ
1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)
2 იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)
3 სეიედაჰმედ მუჰამედიპანეკოლაეი (ირანი)
3 სოსლან რამონოვი (რუსეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
1 კინკილა ოქროც რო სანატრელი გაგვიხდა
Hacı Əliyev
Dünya çempionatının beşinci günündə sərbəst güləş üzrə 61 kq çəki dərəcəsində qızıl medal qazanan və ikinci dəfə Dünya çempionu olan Hacı Əliyevin videomüsahibəsini təqdim edirik.
stripslashes((strlen('https://youtu.be/L2JGdVBuUos')>0?'https://youtu.be/L2JGdVBuUos':'https://youtu.be/L2JGdVBuUos'))
stripslashes((strlen('https://youtu.be/0J-v36xyhOo')>0?'https://youtu.be/0J-v36xyhOo':'https://youtu.be/0J-v36xyhOo'))
stripslashes((strlen('https://youtu.be/V2YN6o-vKN0')>0?'https://youtu.be/V2YN6o-vKN0':'https://youtu.be/V2YN6o-vKN0'))
კარგი იყო ორი ლიცენზია გუშინ, 2016 ოლიმპიადის მერე წესები იცვლება კლასიკებშიც და დარწმუნებული ვარ შედეგებიც მოვა, რუსების დამსახურებაა რომ არ შეცვალეს წესები ოლიმპიადამდე, უფრო ტექნიკური გახდება ჭიდაობა, ჩვენ კიდევ მაგარი თაობა გვეზრდება კლასიკებში, დღეს ლადო უეჩველი ფინალს ჭიდაობს,
და რატო გიხარიათ ეს ლიცენზია, თუ გავა ოლიმპიადაზე და იქაც მეშვიდე ადგილი აიღო რა აზრი აქვს?
ეგრე ძმაო კალათბურთელებმა რომ აიღონ ლიცენზია და იქ ჯგუფიდან ვერ გავიდნენ მადლობელი არ იქნები? ეს ერთი და მეორეც მეშვიდეზე არ გასულა არავინ ოდიკაძეს თუ გულისხმობ მეხუთეზე გავიდა, მესამესთვის წააგო შეხვედრა და ისიც ძალიან დაძაბულ შეხვედრაში, არ ვარ დარწმუნებული რომ სხვადროსაც კიდევ წააგებს მაგ აზერთან
ხომ ვერ მეტყვით დათო მარსაგიშვილმა რატომ არ იჭიდავა 86 კგ წონით კატეგორიაში? ამინაშვილი რატომ გამოდის მსოფლიოზე მის ნაცვლად?
ამინაშვილმა მოიგო საქართველოს ჩემპიონატი
შეგიძლიათ მითხრათ რომელი წონითი კატეგორიები მიდიან ოლიმპიადაზე, როგორც ბერძნულ-რომაულში ასევე თავისუფალში. დიდი მადლობა
გამოვშტერდი ეს რა ქნა ამ ინდოელმა
იტოკში ლომთაძის მინუსი არის დაცვა მონღოლმაც და ინდოელმაც სულ ფეხებით მოუგეს არადა გული დამაწყდა რა ტექნიკურია
ძაან მძიმედ მოიგო ასე მგონია ეზარება ჭიდაობა, თუმცა კაია დღეს ორივე ლიცენზია მოვიპოვეთ
კარგად კი გაუჭირდა ორივესთან მაგრამ არაუშავს არის მე-7-ე ლიცენზია თავისუფალში მე-2-ე
არის კიდევ ერთი ლიცენზია
ქვეყანა აღარ დარცა მსოფლიოში ჩვენთვის რომ არ მოეგოს
მართლა და რა უქნა იმ მაიმუნმა ფეხებით რეები გაუკეთა 6-3 ზე რატო ჩაწვა
რა უქნა ლომთაძეს ამ ინდოელმა ასეთი ჭიდაობა პირველად ვნახე როგორ ხმარობდა ფეხს
კიდე ერთხელ ვუყურე ამინაშვილის ჭიდაობას და გადარია მინდორაშვილი
ამინაშვილს ამ ერთი შეხვედრის მოგება აშორებს ლიცენზიასთან
ამინაშვილს რეპეშაჟის პირველ შეხვედრაში მოგება ჩაუთვალეს და ეხლა ვენესუელელს ხვდება, ასევე ინდოელს ჩაუთვალეს ამერიკელთან და ინდოელი ხვდება ლომთაძეს
არცერთისთვის მოგება არ ჩაუთვლიათ. ორივემ მოიგო
არა მოგო A ხალიჩაზე იყო და 5-1 მოუგო პუერტო-რიკოელს ხოდა ახლა თუ მოიგო ლიცენზიას გაინაღდებს და ბრინჯაოსაც ასე მგონია იმიტო რო აზერი ნახევარფინალში თურქთან დაიმტვრა. ინდოელმა კიდე სუფთა მოუგო ამერიკელს D ხალიჩაზე იყო ეგ
მოიცა გადავახვევ ნაშინ
თუ არ მორჩა ის აზერი იქამდე მაშინ განაღდებული ექნება

სადულაევზე დაიწერა და ასე მგონია ეგ ბიჭი აბსოლიტური რო ჩატარდეს იმასაც მოიგებს არანორმალურად ძლიერია
დაგვჯაბნა გადისოვმა. რეპესაჟლს შეხვედრებს დაველოდოთ
აჯობა აშკარად გადისოვმა არაუშავს ბრინჯაო მაინც მოგველოცოს ელიზბარ
მოკლედ რა ბრინჯაო ბრინჯაო ბრინჯა ოქროს ხანა თავისუფალში კარგი ხანია აღარ არის
ბ-ზე ჩვენი ჭიდაობს ნახევარფინალს
წარმატებები ვინც აგრძელებს ასპარეზობას
ყველა აგრძელებს
ჩემთან ჭედავს
თურქმაც მოიგო ვაგრძელებთ ლიცენზიისთვის ბრძოლას
თურქიც ფინალშია და ამინაშვილიც შესაბამისად რეპეშაჟში
ინდოელის და ამერიკელის გამარჯვებულს შეხვდება რეპეშაჟში ლომთაძე
მონღოლი ფინალშია და ლომთაძეს ბრინჯაოს შანსი გაუჩნდა
ც–ზე არის პირველი შეხვედრა იმ მონღოლის , ბ–ზე მეორე არის იმ თურქის და ბ–ზე მესამეა ოდიკაძის
ნახევარფინალი მალევე იქნება თუ გამთენიისას?
მალევე
ოდიკაძემ გაინაღდა ლიცენზია ახლა ოქროსთვის ვქომაგობთ, ამინაშვილმა თურქთან წააგო და იმ თურქის ფინალშ გასვლა გვინდა ბრინჯაოს შანსი რომ ქონდეს, ასევე ლომთაძემ წააგო მონღოლთან და იმის ფინალისტობაც გვინდა
თუმცა ლომთაძის წონა საოლიმპიადე არაა
მაგრა კი იცვალა
ოდიკაძე ნახევარფინალშია
გილოცააავთ ოდიკაძე ნახევარფინალშია და მეექვსე ლიცნეზიანტი
დანარჩენი 5 ვინაა ძმა?
ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლა
ხათუნა ნარიმანიძე მშვილდოსნობა
ქრისტინე ესებუა მშვილდოსნობა
იულია ლობჟანიძე მშვილდოსნობა
სალომე ფაჟავა მხატვრული ტანვარჯიში
სალომემ ერთი საათის უკან მოიპოვა ლიცენზია, მსოფლიოს ჩემპიონატზე აიღო მეოთხე ადგილი.
რას ვშვებით
თურქმა მოიგო და ამინაშვილმა ბრინჯაოს შანსი შეინარჩუნა