ფეხბურთი

21:12 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

დრაქსლერი: “მზად არ ვარ უცხოეთში სათამაშოდ”

21 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა იულიან დრაქსლერმა Bild-თვის მიცემულ ინტერვიუში ახსნა “ვოლფსბურგში” გადასვლის გადაწყვეტილება.

“გარე პირისთვის შესაძლოა არ არის გასაგები რატომ დავტოვე “შალკე”, რომელიც გერმანიაში დიდ კლუბად ითვლება.

საერთო აზრით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დამეტოვებინა “შალკე” თუ ძლიერ უცხოურ კლუბში გადავიდოდი, მაგრამ ჩემი აზრით მზად არ ვარ უცხოეთში სათამაშოდ”, – აღნიშნა ჯულიან დრაქსლერმა.

გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გასული სატრანსფერო ფანჯრისას “შალკედან” “ვოლფსბურგში” გადავიდა.

0.12386