ხაბაროვსკის “სკა-ენერგიას” ნახევარმცველი გოჩა ხოჯავა ინტერნეტპორტალ onedivision.ru-ს ვერსიით, რუსეთის საფეხბურთო პირველი დივიზიონის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
“ამ ნახევარმცველმა თავის ახალ გუნდში მხოლოდ მეორე თამაში ჩაატარა და დიდი სარგებელი მოუტანა. მისმა სამმა ზუსტმა გადაცემამ თამაში თავდაყირა დააყენა. ხაბაროვსკელები “ბაიკალთან” 0:2 აგებდნენ და სუპერდაძაბული მატჩი მოიგეს. გოჩა ორჯერ თავის გამოჩენაში კირეევს დაეხმარა, ხოლო ერთხელ – კარმაზინენკოს”, – იუწყება onedivision.ru ხოჯავას შესახებ.
30 წლის ნახევარმცველი შარშან “სახალინში” გამოდიოდა, ხოლო მიმდინარე წლის ზაფხულში “სკა-ენერგიაში” დაბრუნდა, სადაც 2012-2013 წლების სეზონშიც გამოდიოდა და 9 მატჩში ერთი გოლი გაიტანა.