ფეხბურთი

18:33 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

სონის შეძენა “ლივერპულსა” და “სიტის” სურდათ

როგორც London Evening Standard იუწყება, ლონდონის “ტოტენჰემში” გადასული ჰეუნგ-მინ სონით ასევე დაინტერესებულნი იყვნენ ინგლისის პრემიერლიგის კლუბები, “მანჩესტერ სიტი” და “ლივერპული”.

იაპონელმა მოთამაშემ წარმატებული პერიოდი ბუნდესლიგაში გაატარა. “ჰამბურგსა” და “ბაიერში” თამაშის შემდეგ 22 მილიონ სტერლინგად ჩრდილო ლონდონელებმა გასულ ზაფხულს შეიძინეს.

სავარაუდოდ, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი “ტოტენჰემში” სადებიუტო მატჩს პრემიერლიგის შემდეგ ტურში “სანდერლენდის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112394