ბელგიის “გენკის” მთავარი მწვრთნელის პეტერ მასის აზრით, ოქრიაშვილმა საქმისადმი მიდგომა შეცვალა და ბევრი მუშაობს.
“ოქრი” იმ ფეხბურთელების რიცხვს ეკუთვნის, რომელსაც გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს თავიდანვე ნათელი იყო. მსურდა, რომ მასთან მემუშავა და ამიტომ მეორე შანსი მივეცი. მან საქმისადმი მიდგომა მართლაც შეცვალა. გაცილებით პოზიტიურია და ბევრ მუშაობს”,- იუწყება მასის სიტყვებს ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be.