ფეხბურთი

15:36 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: “ფულის ხარჯვამ გაძლიერება უნდა მოიტანოს”

ლონდონის “არსენალის” მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა “სტოკ სიტისთან” თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კლუბის სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.

“ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც გუნდი რეალურად ძლიერდება, მაგრამ თუ არ ვარ დარწმუნებული ფეხბურთელის სიძლიერეში, ამ შემთხვევაში ტრანსფერს აზრი ეკარგება. მხოლოდ სტატისტიკური თვალსაზრისით ტრანსფერის გაკეთება და ფულის უაზროდ ხარჯვა სწორად არ მიმაჩნია”, – აღნიშნა ვენგერმა.

შეგახსენებთ, გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “არსენალს” მინდვრის ფეხბურთელი არ შეუძენია, რასაც ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხრიდან ფრანგის კრიტიკა მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110842