ფეხბურთი

13:15 | 10.09.2015 | ნანახია 1516 - ჯერ

ფლორენტინო პერესი: “დე ხეას ტრანსფერი “მანჩესტერმა” არ ისურვა”

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესის თქმით, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დე ხეას შეძენას არ ეცდება.

“გასულ ზაფხულში დე ხეას შესაძენად ცდა არ დაგვიკლია, თუმცა ტრანსფერი არ შედგა. იმ შემთხვევაში თუ “მანჩესტერ იუნაიტედი” მოგვცემდა შესაძლებლობას, დე ხეას “სამეფო კლუბში” მოსვლის პარალელურად კეილორ ნავასი “მანჩესტერის” მეკარე გახდებოდა.

“რეალს” სამი მაღალი დონის მეკარე ჰყავს, ამიტომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მეკარის დამატებას არ ვაპირებთ”, – აღნიშნა პერესმა რადიო Cadena Cope-თვის მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას დე ხეას არაერთხელ დაუკავშირეს ესპანური კლუბი, თუმცა ტრანსფერი არ შედგა.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:07 | 10.09.2015
levani82 (41682)

უნამუსო ვან გაალი ავი ძაღლივითაა

16:06 | 10.09.2015
levani82 (41682)

Sergio Ramos-CR7

ჩუ მუმ არ გაგიგოს

14:40 | 10.09.2015
Sergio Ramos-CR7 (12995)

ყველაზე ღლე გუნდი ფეხბუთის ისტორიაშიიიი

13:54 | 10.09.2015
pupone10 (1042)

როგორც ჩანს დე ხეას საგა არ სრულდება. ასე უტვინობით იღუპავენ ხოლმე ფეხბურთელები კარიერას. უბრალო პატივისცემაა გუნდის, რომელმაც უმაღლესი დონის კიპერად გაქცია რაღაცით შენც უნდა დაუფასო. არავინ აკავებდა ამას მანიუში, მაგრამ მისმა სიჯიუტემ ის შედეგი მიაღებინა რაც აქვს დღეს. ამ მოცემულობით ის დაკარგავს ყველაფერს. არამგონია ესპანეთის ნაკრებშიც გამოიძახონ მომავალში თუ სათამაშო პრაქტიკა არ ექნება.

14:42 | 10.09.2015
Sergio Ramos-CR7 (12995)

40 მილიონს აძლევნდენნ და კეილორ ნავას მეტი რა უნდოდათ მაგრამ ღლე ხემძვანელობა რო ყავს გუნდს იმის ბრალიააა

13:52 | 10.09.2015
satri (617)

მანიუ მაგრად პოდლობს შენი ინტერესების გამო ადამიანი დააშანტაჟო არ გათამაშებო არ შეიძლება

13:28 | 10.09.2015
BATIGOLI 9. (4375)

იასნა რომ მანიუმ არ გაუშვა. ალბათ ფიქრობს რომ ნახევარი წელიც მოიცდის იანნვრის მერე და უფასოდ დაითრევს.
თავის მხრივ დე ხეას სთხოვენ კონტრაქტის გახანგრძლივებას,მოკლედ რთული სიტუაციაა!

13:27 | 10.09.2015
Pharrell (1884)

დავითა,გააფორმე კონტრაქტი,მიიღე სათამაშო დრო,სეზონის ბოლოს გადაიხადონ შენში შესაბამისი თანხა და მერე წადი სადაც გინდა.

13:19 | 10.09.2015
BEERTRANCE (97819)

ანუ ზაფხულამდე მიუწევს მანიუში ყურყუტი ამას და შეიძლება ამოვარდეს კიდეც ფორმიდან

0.113472