ფეხბურთი

12:48 | 10.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” დუბლშემადგენლობასთან ითამაშა

ფოთის “კოლხეთმა” ამხანაგურ მატჩი დუბლშემადგენლობასთან ითამაშა. ზაზა ინაშვილის გუნდმა 8:1 მოიგო. პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა, მეორე ტაიმში კი “კოლხეთმა” ექვსი უპასუხო გოლი გაიტანა.

“კოლხეთიდან” ლევან კაკულიამ დუბლი შეასრულა, ხოლო ინჯიბაშვილმა, სიჭინავამ, კვარაცხელიამ, თევზაძემ, თედო კაკულიამ და პოლულიახმა თითო-თითო გოლი გაიტანეს. დუბლშემადგენლობიდან ერთადერთი გოლი მახარაძის ანგარიშზეა.

შეგახსენებთ, 12 სექტემბერს ფოთის “კოლხეთი” უმაღლესი ლიგის მე-4 ტურში ლანჩხუთში “შუქურას” უმასპინძლებს, რომელთა დუბლშემადგენლობები 13 სექტემბერს, ფოთში ითამაშებენ.

0.117053