საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ მოსკოვის “სპარტაკში” ინდივიდუალურად ივარჯიშა. ამის შესახებ “სპარტაკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
ევრო-2016-ის შესარჩევ ციკლში, ანანიძემ საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩში ტკივილგამაყუჩებელი ნემსის გაკეთების შემდეგ ითამაშა.
ტრავმის გართულების თავიდან აცილების მიზნით, მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ის დუბლინში ირლანდიასთან სათამაშოდ არ წაიყვანა.
ამჟამად, ანანიძე მოსკოვშია, მაგრამ გუნდთან ერთად არ ვარჯიშობს.