წარსულში ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის როდნი მარშის აზრით, “ტოტენჰემის” ფეხბურთელმა ჰარი კეინმა კარიერა უფრო ძლიერ კლუბში უნდა გააგრძელოს.
“ჰარის სჭირდება ძლიერ კლუბში გადასვლა, იქ კიდევ უფრო განვითარდება, დაიხვეწება. ვფიქრობ “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შემთხვევაში მას შეუძლია ყოველ სეზონში 30 გოლი გაიტანოს.
ტოტენჰემი” საშუალო დონის, მეორე ეშელონის გუნდია. ჩემი აზრით, კეინმა ჩრდილო ლონდონელთა შემადგენლობაში თავისი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა და ახლა წასვლის დროა ” – აღნიშნა როდნი მარშიმ Daily Express-თვის მიცემულ ინტერვიუში.
22 წლის ჰარი კეინმა გასულ სეზონში “ტოტენჰემის” შემადგენლობაში 31 გოლი გაიტანა. პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაში 21 გოლით მეორე ადგილზე გავიდა და 5 გოლით კუნ აგუეროს ჩამორჩა.