რამდენიმე სენსაციური შედეგი დაფიქსირდა ,,ნონას თასის’’ გათამაშების პირველ ტურში, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს.
მათ შორის აღსანიშნავია საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ლუკა პაიჭაძისა(2574) და მერი არაბიძის(2403) წარუმატებელი თამაში. ლუკას ალექსანდრა ვახანიამ(2188) მოუგო, ხოლო არაბიძე კი არმინე ბაბაიანთან(2136) დამარცხდა.