ჭიდაობა

10:48 | 10.09.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ულიცენზიოდ

ლას ვეგასში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობისთავის დათმობილი დღეები ისე ამოიწურა, საქართველოს ნაკრებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ერთი ლიცენზიის მოპოვებაც ვერ შეძლო. მსოფლიო პოდიუმზე ბეგი დარჩიას გუნდის წევრთაგან მხოლოდ ლაშა გობაძე ავიდა, რომელმაც არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 80 კილოგრამში მესამე ადგილი დაიკავა.

წუხელ ხალიჩაზე 85 კილოგრამში მოჭიდავე ბერძენ-რომაელები გავიდნენ. საქართველოს სახელით კი მსოფლიო კონკურენციაში მათე სოფაძე ჩაერთო და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამხრეთაფრიკელ დან ვან ზილს 9:0 მოუგო. მეთექვსმეტედფინალში კი უნგრელ ვიქტორ ლორინცთან 1:2 დამარცხდა და ამ უკანასკნელის ფინალში გასვლას დაელოდა, თავად რეპეშაჟში რომ გადართულიყო, მაგრამ ლორინცი მერვედფინალს ვერ გასცდა.

დღეს საღამოდან საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და იქ ნამდვილად უკეთეს შედეგს ველით. რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით – 8 სპორტსმენით გამოვა.

დღეს მხოლოდ ერთადერთ წონით კატეგორიაში – 65 კილოგრამში გათამაშდება მედლები. საქართველოს სახელით კი ავთანდილ კენჭაძე იჭიდავებს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

მსოფლიო ჩემპიონატი

ლას ვეგასი

7-9 სექტემბერი

59 კგ

1 ისმაელ ბორერო მოლინა (კუბა)

2 როვშან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)

3 ალმატ კებისპაიევი (ყაზახეთი)

3 ვონ ჩოლ იუნი (ჩრდილოეთ კორეა)

5 სოსლან დაუროვი (ბელარუსი)

5 არსენ ერალიევი (ყირგიზეთი)

66 კგ

1 ფრანკ შტაბლერი (გერმანია)

2 ჰანსუ რიუ (სამხრეთ კორეა)

3 არტემ სურკოვი (რუსეთი)

3 დავორ შტეფანეკი (სერბეთი)

5 მიგრან არუთუნიანი (სომხეთი)

5 ტარეკ აზიზ ბენაისა (ალჟირი)

71 კგ

1 რასულ ჩუნაევი (აზერბაიჯანი)

2 არმენ ვარდანიანი (უკრაინა)

3 კნუტ ზაკარიას ტალროტი (შვედეთი)

3 ადამ კურაკი (რუსეთი)

75 კგ

1 რომან ვლასოვი (რუსეთი)

2 მარკ ოვერგაარდ მადსენი (დანია)

3 დოსჟან კარტიკოვი (ყაზახეთი)

3 ენდრიუ ტომას ბისეკი (აშშ)

5 ელვინ მურსალიევი (აზერბაიჯანი)

5 საეიდ მორად აბდვალი (ირანი)

80 კგ

1 სელჩუკ ჩები (თურქეთი)

2 ვიქტარ სასნოუსკი (ბელარუსი)

3 ლაშა გობაძე (საქართველო)

3 იუსეფ აჰმად გადერიანი (ირანი)

85 კგ

1 ჟან ბელენიუკი (უკრაინა)

2 რუსტამ ასაკალოვი (უზბეკეთი)

3 სამან აჰმან ტაჰმასები (აზერბაიჯანი)

3 ჰაბიბოლა ჯომე ახლაგი (ირანი)

5 ვიქტორ ლორინცი (უნგრეთი)

5 რამი ანტერო ჰიეტანიემი (ფინეთი)

98 კგ

1 არტურ ალექსანიანი (სომხეთი)

2 გასემ გოლამრეზა რეზაეი (ირანი)

3 დიმიტრი ტიმჩენკო (უკრაინა)

3 ისლამ მაგომედოვი (რუსეთი)

5 ალინ ალექსუს ჩიურარიუ (რუმინეთი)

5 ელის გური (ბულგარეთი)

130 კგ

1 რიზა კაიაალპი (თურქეთი)

2 მიხაინ ლოპეს ნუნეზი (კუბა)

3 ბილიალ მახოვი (რუსეთი)

3 ოლექსანდრ ჩერნეცკი (უკრაინა)

5 რობერტ ტიმოთი დავიდ სმიტი (აშშ)

5 საბაჰი შარიატი (აზერბაიჯანი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.073148