ვადაზე ადრე დასრულდა ქალთა შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრების ნინო ბაციაშვილისა და ბელა ხოტენაშვილის შეხვედრა, რომლებიც ერთმანეთს გრან-პრის მომდევნო გათამაშების საგზურს ეცილებოდნენ.
აღნიშნული დაპირისპირება ოთხი ტურისაგან შედგებოდა. ორი ტურის შემდეგ ბაციაშვილი 2-0 დაწინაურდა. გამარჯვების მოსაპოვებლად ნინოს მესამე ტურში ყაიმიც ჰყოფნიდა. ერთეულთა შორის ევროპის ვიცე- ჩემპიონმა ბაციაშვილმა შეძლო სასურველი ნახევარი ქულის მოპოვება, დააგროვა 2,5 ქულა და ვადაზე ერთი ტურით ადრე შეძლო სასურველი გამარჯვების მოპოვება.
ამრიგად, ქალთა შორის გრან- პრის გათამაშების მომდევნო ეტაპზე საქართველოს ნომერ პირველ და მსოფლიოს ნომერ მესამე მოჭადრაკე ნინო ძაგნიძესთან ერთად საქართველოდან ნინო ბაციაშვილი იასპარეზებს.