ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლე უახლოეს დღეებში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ქართველი მოჭადრაკეების კერძო საკუთრება გახდება.
ამის შესახებ განცხადება ნონას თასის ტურნირის გახსნაზე თბილისის მერმა დავით ნარმანია გააკეთა.
“დიდიხანია მოგვმართა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობამ რათა ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში იყო კერძო საკუთრებაში მოჭადრაკეებს გადასცემოდა, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის ჭადრაკის სასახლე საქართველოს ჭადრაკის ფედერაციისა და სრულიად ქართველი მოჭადრაკეების კუთვნილება გახდეს. ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობის უახლოეს სხდომაზე დავამტკიებთ. როდესაც ამ გადაწყვეტილებას ვიღებდით ჩვენ გავითვალისწინეთ ქალბატონი ნონას დამსახურება არამარტო ქართული ჭადრაკის და ქართული სპორტისა, არამედ სახელმწიფოს განვითარების საქმეში. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ განცხადების გაკეთება შეგნებულად ქალბატონი ნონას 2015 წლის თასის გახსნას დავამთხვიეთ...”-თქვა ნარმანიამ.