ვერის ბაღში მდებარე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიხსნა მსოფლიო 5 გზის ჩემპიონის და საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის გამარჯვებულის პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პირველი თავმჯდომარის საქართველოს მეოცე საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი, როგორც ქალთა ასევე კაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასის გათამაშება ჭადრაკში.
ქალბატონ ნონასთან ერთად ტურნირის გახსნას თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი საერთაშორისო დიდოსტატი გია გიორგაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
ტურნირის პირველ დაფაზე პირველი სვლები ნარმანიამ და ხეჩიკაშვილმა გააკეთეს.
ვრცელ ინფორმაციას აღნიშნული ღონისძიების შესახებ “მსოფლიო სპორტი” მობგვიანებით მოგაწვდით.