ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია. ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ დაკავებული თანამდებობიდან ნიკო კავჩი მას შემდგომ დაითხოვა, რაც ხორვატებმა ჯერ აზერბაიჯანს ვერ მოუგეს (0:0), ხოლო შემდეგ ნორვეგიასთან წააგეს (0:2).
კოვაჩის შემცვლელს ხორვატები 21 სექტემბერს დაასახელებენ.
ხორვატიის ნაკრები ევროპის 2016 წლის შესარჩევი ეტაპზე თავის ჯგუფში 8 ტურის შემდეგ 15 ქულით მესამე ადგილზეა. მის წინ კი იტალია და ნორვეგია იმყოფებიან.